სუბარის იერიში ტვ პირველზე - რატომ დააბრალა დეპუტატმა ქართული ოცნების აქტივისტის ბებიის გარდაცვალება კრიტიკულ მედიას?
პოლიტიკა - 17:10, 06 Mar, 2021     876

ოცნების დეპუტატი სოზარ სუბარი ტვ პირველის წინააღმდეგ ღია იერიშზე გადადის - მის მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ აღნიშნული მედიის მხრიდან გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ სიუჟეტის გმირის, ქართული ოცნების აქტივისტის ბებია ნერვიულობის ნიადაგზე გარდაიცვალა:

"სააკაშვილის შავი არქივი

მორიგი სიბინძურე გამოაგდეს პარტიული ტელევიზიის მუშაკებმა - უკრაინიდან მიღებული დავალებით და შემონახული სიყალბის ტირაჟირებით ცდილობენ საზოგადოების მოტყუებას. ეს და კიდევ არაერთი ფალსიფიცირებული ჩანაწერი ჯერ კიდევ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლამდე დაამზადეს მაშინდელი რეჟიმის მონებმა და როგორც ჩანს, არც მომავალში დაიხევენ უკან მსგავსი სიბინძურეების ტირაჟირებისგან. ჩვენ მაშინვე გვქონდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის დავალებით ამონტაჟებდნენ სხვადასხვა შინაარსის ჩანაწერებს და ესეც ერთ-ერთი მათგანია. თუმცა, რა უნდა გაგვიკვირდეს იმ ტელევიზიისგან, რომელმაც ორი დღის წინ ადამიანს მათი პარტიის ოფისის დარბევა დააბრალა, რასაც მოხუცი ბებიის გარდაცვალება მოყვა.

დაბოლოს, რა გავიგეთ ამ ჩანაწერიდან?! კიდევ ერთხელ გავიგეთ, რაც მანამდეც ვიცოდით, ვინ იყო ფარული ჩანაწერების შემოქმედი და ვინ ფლობს ამ შავ არქივს" - წერია სუბარის მიერ გავრცელებულ პოსტში.

საქმე ეხება ფარნა მახოხაშვილს, რომლის კავშირზეც საუბრობდა ტვ პირველი, როდესაც გორში ნაციონალური მოძრაობის ოფისი დაარბიეს. მახოხაშვილმა პოსტიც გაავრცელა ამის შესახებ, თუმცა, ირკვევა, რომ მას ბებია მანამდე გარდაეცვალა, სანამ ტვ პირველი აღნიშნულის შესახებ ისაუბრებდა.

სუბარის პოსტს ტვ პირველი ეხმაურება და განცხადებას ტყუილს უწოდებს და აღნიშნულ განცხადებებს არხის დისკრედიტაციის მიზნით განხორციელებულ თავდასხმას უწოდებს.

ჟურნალისტის კითხვაზე, მონაწილეობდა თუ არა გორის ენმ-ს ოფისზე თავდასხმაში, მახოხაშვილი აცხადებს, რომ იქ ვერ იქნებოდა, რადგან მიცვალებული ჰყავდა სახლში. გამოდის, რომ ქალი უკვე გარდაცვლილი იყო, როდესაც ნაციონალური მოძრაობის ოფისი დაარბიეს, შემდეგ კი ეს ამბავი ტვ პირველმა გააშუქა.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
პლანეტის მოსახლეობის 5% აცრილია
შემთხვევა ბათუმში - ავტომობილში მამაკაცის ცხედარი იპოვნეს
უკრაინის მხარდაჭერა არა მხოლოდ მორალური ვალდებულება, არამედ სახელმწიფოებრივი ინტერესიცაა - ბარამიძე
ოჯახური კონფლიქტი და სისხლიანი გარჩევა ბათუმში - პოლიციამ დეიდის დაჭრაში ბრალდებული 26 წლის ბიჭი დააკავა
გარდაცვლილი ექთნის საქმე - პროკურატურის მასალებში სამი მოწმის ჩვენება გამქრალია
6 გარდაცვლილი და 359 ინფიცირებული ერთ დღე-ღამეში - კორონავირუსის უახლესი სტატისტიკა
მსოფლიოში ვაქცინების ომია, საკითხი პოლიტიკურ, ფინანსურ და, შეიძლება, ნახევრად კრიმინალურ სფეროში მოექცა - სერგეენკო
ერთ დიდ შპს-ში ვცხოვრობთ, რომელსაც შპს ბიძინა ივანიშვილი ჰქვია - დავით ჭიჭინაძე
ირაკლი კობახიძე აშშ-ში გაემგზავრა
კარასინი პრემიერ ღარიბაშვილს პოზნერთან დაკავშირებულ განცხადებას უწონებს
პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები - ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია
მოლაპარაკებებში ამჯერად 6 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩაერთვება
მთავრობამ დღეს 700 მილიონი ლარის ვალი უნდა დააბრუნოს
რა ტიპის სამსახურს სთავაზობს ისრაელი საქართველოს მოქალაქეებს
საინტერესო ამბები
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42