გამოიკვეთა "წითელი პრესის" ნიშნები... "კაგებეშნიკური" მეთოდებით ამონტაჟებენ და ჩეხავენ - მდინარაძე სატელეფონო ჩანაწერზე
პოლიტიკა - 18:25, 06 Mar, 2021     567

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ტვ პირველის ეთერში გასულ ანონსს გამოეხმაურა, სადაც ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერის ნაწყვეტი გავიდა და რომელშიც სხვადასხვა პირების დასჯაზე, მათ შორის არასრულწლოვანის ფიზიკურად გასწორებაზეა საუბარი.

ოცნების გუნდის წევრის შეფასებით, ჩანაწერი ფაბრიკაციაა, რომელიც საზოგადოების მიმართ საინფორმაციო-ტერორისტული აქტების განხორციელების მიზანს ემსახურება. მისი თქმით, ეს არის "კაგებეშნიკური" მეთოდით შენახული და დაჭრილი ჩანაწერი:

"თქვენ ალბათ გაგიგიათ და მთელმა მსოფლიომ იცის, რას ნიშნავს ყვითელი პრესა. სამწუხაროდ, საქართველოში გამოიკვეთა წითელი პრესის კონტურები და ნიშნები, სადაც ძველი საბჭოთა „კაგებეშნიკური“ მეთოდებით, ინახავენ წლების განმავლობაში რაღაც სხვადასხვა ჩანაწერს, შემდეგ ამონტაჟებენ, ჩეხავენ, კრავენ, აკეთებენ ფაბრიკაციას, საკუთარი საზოგადოების მიმართ საინფორმაციო-ტერორისტული აქტების განხორციელების მიზნით. ეს არის საინფორმაციო ტერორიზმი, განხორციელებული წითელი პრესის მიერ და მიმართულია ქართული საზოგადოების წინააღმდეგ. ეს ძალიან სამწუხაროა. ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, რომ ამ წითელ ხაზებს მიღმა, „კაგებეშნიკური“ მეთოდების გამორიცხვით და საზოგადოებრივი კონსენსუსის შექმნით, რაღაც საკითხზე მაინც, შევძლოთ, რომ ყველამ ერთად დავგმოთ ფაბრიკაციები, ფარული ჩანაწერები და ამით ადამიანების დისკრედიტაცია. ეს უნდა ჩავაბაროთ რამენაირად წარსულს, რომელ მხარესაც რა პოლიტიკური მიზნებიც არ უნდა გააჩნდეს" - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
მთავრობამ დღეს 700 მილიონი ლარის ვალი უნდა დააბრუნოს
რა ტიპის სამსახურს სთავაზობს ისრაელი საქართველოს მოქალაქეებს
უხვმა ნალექმა ხეობის 6 სოფელი გარე სამყაროს მოწყვიტა
ოფიციალური აღიარება - ჩინური ვაქცინები ნაკლებად ეფექტურია
თუ მესამე ტალღა დაიწყო, სიკვდილიანობას ერთნიშნა რიცხვზე ვერ შევინარჩუნებთ - ცერცვაძე
კახა კალაძე საზღვარგარეთ იმყოფება - რატომ წავიდა მერი უცხოეთში?
ინდოეთში დააკავეს ორი მამაკაცი, რომლებიც მაიმუნებს ქურდობისთვის იყენებდნენ
ინდოეთში COVID-19-ის პანდემიის მეოთხე ტალღა დაიწყო
შეხვედრები ევროკავშირის ოფისში - სავარაუდოდ , თვის ბოლოს საქართველოში 6 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვა
კრისტიან დანიელსონის შემოთავაზებული დოკუმენტი განვიხილეთ - კარლ ჰარცელი შეხვედრის დასრულების შემდეგ
ცალსახად მხარეა და არ გამოვა მისგან გამაერთიანებელი...წარმოუდგენელი მგონია, მედიატორის როლი შეასრულოს - ჯაფარიძე პრეზიდენტზე
არ არის საჭირო სასაფლაოებზე ალკოჰოლით სიარული და იქ სმა-ჭამა - ამირან გამყრელიძე აღდგომაზე
"ვაქცინაცია წარუმატებელი არ არის, უბრალოდ წარმატებული არ არის" - გამყრელიძე
უხვი ნალექის გამო დაბა ბაკურიანში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და სასტუმრო დაიტბორა
საინტერესო ამბები
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42