
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველ გუნდს ოპოზიციისგან რაიმე კონკრეტული და კონსტრუქციული წინადადება არ მოუსმენია. ის ოპონენტებს მოუწოდებს, რაიმე კომპრომისი მაინც წარმოადგინონ:
"ოპოზიციის მხრიდან ჩვენ კონკრეტული კონსტრუქციული ან პრაგმატული ან კომპრომისთან მიახლოებული რაიმე წინადადებაც კი არ მოგვისმენია. ჩვენ ახლა ვფიქრობთ, რომ კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მათ: მოვიდნენ და ერთი კომპრომისი მაინც წარმოადგინონ. დღეს, აქვე მოგცემთ ინფორმაციას და საზოგადოებას მივაწვდი ინფორმაციას, რომ გაიმართება "ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს შეხვედრა. ჩვენ ამ საკითხებზე კიდევ ვიმსჯელებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ჩვენი მეგობრების, პარტნიორების მოწოდების, თხოვნებისა და რჩევების, მედიატორების, მათ შორის, რეალიზაცია და პოლიტსაბჭოს შემდეგ დამატებით ინფორმაციასაც მოგაწვდით", - განაცხადა მდინარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები
