ჟურნალისტმა რეორგანიზაცია დაუკავშირა 2021 წელს დაგეგმილი არჩევნების გაყალბებისთვის მზადებას - ცესკო
პოლიტიკა - 20:52, 06 Mar, 2021     393

ცესკო განხორციელებულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სტრუქტურული განახლება ეფექტურობის გაზრდის მიზნით მოხდა. ცესკო კატეგორიულად უარყოფს მთავარი არხის ეთერში გაჟღერებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც რეორგანიზაცია არჩევნების გაყალბებისთვის მზადებას მოასწავებს:

"მოხდა ცესკოს აპარატის ფუნქციების განახლება და სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის იმგვარად დახარისხება, რითაც ზოგადად ხელი ეწყობა საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიულ განვითარებას.

ამ პროცესის თაობაზე საარჩევნო ადმინისტრაციაში 5 მარტს გაიმართა სხდომა და კანონმდებლობის სრული დაცვით, შესაბამისი განკარგულებით კომისიამ ერთობლივად მიიღო გადაწყვეტილება ახალი საშტატო ნუსხის, შრომის ანაზღაურების ოდენობის და ხარჯთაღრიცხვის განსაზღვრის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება კი სხდომის დასრულებისთანავე გასაჯაროვდა ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე და სხდომაზე მიღებული შესაბამისი სამართლებრივი აქტი ძალაში შევა 2021 წლის 15 მარტიდან.

ცესკოში განხორციელებული რეორგანიზაცია არ გულისხმობს შტატების შემცირებას; შტატების რიცხოვნობა რჩება იგივე და თითოეული თანამშრომელი აგრძელებს საკუთარ საქმიანობას და გააგრძელებს საკუთარი უფლება-მოვალეობების შესრულებას სტრუქტურული ერთეულების განახლებული ფუქნციების შესაბამისად.

თუმცაღა, დღეს 6 მარტს ტელეკომპანია "მთავარის" ეთერით გავრცელდა არასწორი ინფორმაცია თითქოს შტატები მოულოდნელად გაიზარდა, პროცესი წარიმართა ერთი დღის ვადაში და დაირღვა კანონმდებლობა, ვინაიდან საარჩევნო ადმინისტრაციამ რეორგანიზაციის თაობაზე არ მიაწოდა ინფორმაცია საჯარო სამსახურის ბიუროს, - რაც, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სიმართლეს. არხის ჟურნალისტმა ფუნქციების განახლებული გადანაწილება დაუკავშირა 2021 წელს დაგეგმილი არჩევნების გაყალბებისთვის მზადებას. აღნიშნული კი წარმოადგენს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დისკრედიტაციის კიდევ ერთ მცდელობას, ვინაიდან სტრუქტურული ფუნქციების განახლებული გადანაწილება სიუჟეტის მიხედვით მიზანმიმართულად არის დაკავშირებული არჩევნების გაყალბებისთვის მზადებასთან.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თითოეული თანამშრომელი კი აგრძელებს საქმიანობას საარჩევნო ადმინისტრაციაში და კანონმდებლობის სრული დაცვით მათი მოვალეობების შესრულებას განახლებული ფუნქციების შესაბამისად გააგრძელებენ მიმდინარე წლის 15 მარტიდანაც, როცა ძალაში შევა შესაბამისი განკარგულება განახლებული საშტატო ნუსხის, შრომის ანაზღაურების ოდენობის და ხარჯთაღრიცხვის განსაზღვრის თაობაზე.

საარჩევნო ადმინისტრაცია თვლის, რომ გავრცელებული არასწორი ინფორმაცია არის კომისიის წინააღმდეგ მიმართული დისკრედიტაციული კამპანიის ნაწილი და ხელს უწყობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას კომისიაში მიმდინარე პროფესიული საქმიანობების შესახებ", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.






მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
მთავრობამ დღეს 700 მილიონი ლარის ვალი უნდა დააბრუნოს
რა ტიპის სამსახურს სთავაზობს ისრაელი საქართველოს მოქალაქეებს
უხვმა ნალექმა ხეობის 6 სოფელი გარე სამყაროს მოწყვიტა
ოფიციალური აღიარება - ჩინური ვაქცინები ნაკლებად ეფექტურია
თუ მესამე ტალღა დაიწყო, სიკვდილიანობას ერთნიშნა რიცხვზე ვერ შევინარჩუნებთ - ცერცვაძე
კახა კალაძე საზღვარგარეთ იმყოფება - რატომ წავიდა მერი უცხოეთში?
ინდოეთში დააკავეს ორი მამაკაცი, რომლებიც მაიმუნებს ქურდობისთვის იყენებდნენ
ინდოეთში COVID-19-ის პანდემიის მეოთხე ტალღა დაიწყო
შეხვედრები ევროკავშირის ოფისში - სავარაუდოდ , თვის ბოლოს საქართველოში 6 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვა
კრისტიან დანიელსონის შემოთავაზებული დოკუმენტი განვიხილეთ - კარლ ჰარცელი შეხვედრის დასრულების შემდეგ
ცალსახად მხარეა და არ გამოვა მისგან გამაერთიანებელი...წარმოუდგენელი მგონია, მედიატორის როლი შეასრულოს - ჯაფარიძე პრეზიდენტზე
არ არის საჭირო სასაფლაოებზე ალკოჰოლით სიარული და იქ სმა-ჭამა - ამირან გამყრელიძე აღდგომაზე
"ვაქცინაცია წარუმატებელი არ არის, უბრალოდ წარმატებული არ არის" - გამყრელიძე
უხვი ნალექის გამო დაბა ბაკურიანში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და სასტუმრო დაიტბორა
საინტერესო ამბები
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42