
რატომ ამტკიცებს ოცნება, რომ აუიდო ჩანაწერი, რომელიც ტვ პირველის სიუჟეტში მოისმინა საზოგადოებამ, 2010 წელს არის გაკეთებული? როგორც ირკვევა, ამ სიმძიმის დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა 10 წელია, შესაბამისად, მმართველი გუნდი ცდილობს, დაარწმუნოს საზოგადოება, რომ გამოძიების დაწყებისთვის არანაირი სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს, მით უფრო, ჩანაწერის ფიგურანტი ადამიანები პასუხისგებაში აღარ მიეცემიან.
ქართული ოცნების წევრი მიხეილ სარჯვლაძის განაცხადებით, რომ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით გამიძიების დაწყებისთვის საკმარისი მტკიცებულება არ არსებობს.
"გამოძიებას აქვს გარკვეული წინაპირობები, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც არსებობს საფუძველის გამოძიების დაწყებისთვის. არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში არსებობდეს საკმარისი საფუძველი. ეს არის 2010-2011 წლების ჩანაწერებიდან გაკეთებული კომპილაციებიო, ხომ იყო ეს ნათქვამი. გამოძიება იწყება როდესაც ვარაუდის საკმარისი ხარისხი არსებობს. ასე არ შეიძლება ყველაფერზე ვამტკიცებდეთ ისეთი სუბიექტური დამოკიდებულებით, როგორც ამ შემთხვევაშია საუბარი", - განაცხადა სარჯველაძემ.
ოცნების დეპუტატი მიხეილ ყავლაშვილი კი ისევ ნაციონალური მოძრაობის დროს არსებულ ჩანაწერებზე საუბრობს და ცდილობს, ამით გადაფაროს ის უმძიმესი დანაშაული, რომელიც აუდიო ჩანაწერებმა გამოამზეურა:
"ჩანაწერების ფაბრიკაცია და ფალსიფიკაცია არ წაადგება ჩვენს საზოგადოებას. ეს არის მავნებლური გზა ერთმანეთის დაპირისპირების, აღარ შევეხები იმ თემას. ნუ გაახსენებენ საზოგადოებას, ისედაც დავიწყებული იყო ეს თემები და ამომიტივტივდა ყველა ის საზიზღრობა, რაც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ხდებოდა. რა გამოძიება, სისულელეა, რაზე უნდა დაინტერესდეს პროკურატურა" - განაცხადა ყავლაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები
