
"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი ეკა ბესელია არ გამორიცხავს, იმას რომ სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ფარული ჩანაწერები ქართული ოცნების შიგნიდან გავრცელებულიყო.
ბესელიას თქმით, პირადი გამოცდილების შემდეგაც არ უთქვამს მტკიცებით, რომ ჩანაწერები მისივე გუნდმა გაუვრცელა, თუმცა ახლა ეს განცდა უფრო უძლიერდება.
"მაშინაც კი, როდესაც ეს პერსონალურად მეხებოდა, თავი შევიკავე და ბოლომდე მტკიცებით ფორმაში არასდროს არ მითქვამს, რომ ეს ქართული ოცნების ხელისუფლების გაკეთებულია. უბრალოდ, ახლა ამდენი ხნის გადასახედიდან, ეს განცდა უფრო მიძლიერდება და მიმყარდება.
მაგრამ ძალიან ფრთხილი ვარ მტკიცებით ფორმაში შეფასებებზე, განსაკუთრებით არ მიყვარს დაბრალება რამისი, თუ ხელთ მტკიცებულება არ მაქვს. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ მიჭირს ვთქვა, ვისგან შეიძლება ეს მოდიოდეს, მაგრამ შემიძლია პირდაპირ გითხრათ, გამოვრიცხავ თუ არა, რომ ეს შეიძლება შიგნიდან ხდებოდეს ზუსტად იმიტომ, რომ პიროვნულად გავიარე ეს გზა და ჯერ კიდევ უმრავლესობის გუნდში ვიყავი, როდესაც ასეთი პერსონალური შეტევა ჩემზე მოიტანეს შიგნიდან, რა თქმა უნდა არ გამოვრიცხავ. ახლა განსაკუთრებით არ გამოვრიცხავ იმიტომ, რომ იქ ვინც დარჩა უკვე ამ ადამიანებს არ აქვთ მორალური საყრდენი, რომელიც აჩერებდა რაღაცეებს და როგორ გამოვრიცხო", - განაცხადა მან ფორმულას ეთერში.
ბესელია აცხადებს, რომ ფარული ჩანაწერების მოსმენა მისთვის შოკისმომგვრელი იყო, რადგან ეს ადამიანები ამ კუთხით არასდროს არ ჰყავდა ნანახი. მისი თქმით, მტკიცებითში
"ჩემს თვალწინ ინგრევა და იმსხვრევა მთლიანად ის იდეა, რაღაცა ფუნდამენტი თუ საყრდენი, რომელიც ერთ დროს გვაერთანებდა იმ ადამიანებს, ვინც ვიყავით 2012 წლის სადავეებთან. ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო იმიტომ, რომ მე ამ კუთხით დანახული არ მყავდა არცერთი ეს ადამიანი....
ღიად გეუბნებით, 7 წლის განმავლობაში და ჩემს თვალწინ, თითქოს ყველანაირად მარიდებდნენ ასეთ სურათს, მსგავსი კი არა მიახლოებული რაღაც უწესო, უკანონო, არაადამიანური ეპიზოდის შემსწრე არასდროს არ ვყოფილვარ. იმიტომ მიკვრის", - განაცხადა მან.
მისი თქმით, ეჭვების და ვარაუდების გასაქარწყებლად აქამდე პრემიერი უნდა გამოსულიყო, განმარტება გაეკეთებინა. მისივე თქმით, ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, უკვე გამოძიება დაიწყებოდა.
"არავითარი დასვენების დღე არ იქნებოდა არანაირი საფუძველი საგამოძიებო მოქმედებების დაუყოვნებლივი დაწყებისა ესეთ მნიშვნელოვან და ასეთ ყველასთვის გამაოგნებელ თემაზე. ნებისმიერ ცივილიზებულ, ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც პატივს სცემენ ინსტიტუტებს, სადაც პატივს სცემენ საზოგადოებას და პატივს სცემენ ელემენტარულ, ფუნდამეტურ ადამიანის უფლებებს, გამოძიება დაწყებული იქნებოდა საგამოძეობ მოქმედება პირველადი ჩატარებული იქნებოდა და პირველ რიგში, უკვე დაკითხვაში მიწვეულნი და დაბარებული იქნებოდნენ ამ ჩანაწერების მონაწილეები, ავტორები და ყველა, ვისაც შეხება ჰქონდა ამ გამაოგნებელ ჩანაწერთან", - განაცხადა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები
