"ქალბატონი ემა ძლივს ავაცილეთ მაგ აივნიდან... ვწუხვარ, რომ დაშავდნენ, იმ აივანზე საერთოდ არ უნდა ასულიყვნენ" - ანდრია ჯაღმაიძე
საზოგადოება - 22:43, 08 Mar, 2021     675

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ დაპირისპირებას "რეზიდენციაში შეჭრის მცდელობას" უწოდებს.

მისი აზრით, "ის, რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ, შესაძლებელია, მხოლოდ შეედაროს ძალიან მძვინვარე დევნის მომენტს, მსგავსი რამ არ მომხდარა საქართველოში კომუნისტების დროიდან". ჯაღმაიძის თქმით, ეპარქიის რეზიდენცია არის "საკუთრება", რომელში უნებართვოდ შესვლის უფლებაც არავის აქვს.

"კრებას კარს უმტვრევენ და უვარდებიან შიგნით, რამდენად მიგაჩნიათ ეს სწორად? ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს, ამას ვამბობ ძალიან ბევრი მღვდელმთავრის სახელით, რომლებიც დღეს გვიკავშირდებოდნენ, გვიანობამდე ვერ გავაკეთეთ განცხადება, რადგან დაზუსტება გვინოდა დეტალების,ახლა მეტნაკლებად ცნობილია და ხვალ კიდევ უფრო მეტი იქნება სიცხადე" - ამბობს დეკანოზი ჯაღმაიძე და აღნიშნავს, რომ "მრევლის პროტესტი არ ამართლებს რეზიდენციაში შეჭრას ძალით".

რაც შეეხება ეპარქიის რეზიდენციის აივნის მოაჯირის ჩამტვრევას, პატრიარქის პრესმდივანი ამბობს, რომ წუხს ამ ინციდენტის გამო.

"ჯანმრთელობა დაუზიანდათ ადამიანებს, მათ შორის ჟურნალისტებს, ძალიან სამწუხარობ ფაქტია, ვუსურვებ გამოჯანმრთელებას. თუმაცა, ეს არის ერთი მხარე, მეორე მხარე არის ის, რაც მე ვთქვი... ძალიან სამწუხაროა, რომ ჟურნალისტები დაშავდნენ, იქ არის აივანი საკმაოდ ვიწრო, იყო ძალიან ბევრი ხალხი ასული, იქ არ უნდა ასულიყვნენ საერთოდ ჟურნალისტები, კრება მიდის და ერთი შუშა ყოფს აივანს და კრების დარბაზს, იქ არ უნდა ყოფილიყვნენ ჟურნალისტები. მე თქვენ გეტყვით, როდესაც მეუფე სტეფანეს წარდგინება იყო, ქალბატონი ემა [გოგოხია] ძლივს გავაცილეთ იმ აივნიდან, რომ არ დამორჩილებოდა, ალბათ, შესაძლებელია, იმ დღესაც გადმოცვენილიყო იქიდან ხალხი, ისეთი ჟინით უნდოდა იქ დგომა, უნებართვოდ" - ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.

კათედრაზე ახლადდადგენილმა მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა ეპარქიის ორ დიაკონს, რომლებიც უარს ამბობდნენ მასთან თანამსახურებაზე, მღვდელმოქმედება შეუჩერა, რასაც მრევლის ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. პროტესტის შემდგომი შეხლა-შემოხლისას ეპარქიის აივნის მოაჯირი ჩამოიმტვრა და ათამდე ადამიანი, მათ შორის, ჟურნალისტები გადმოცვივდნენ. ტვ პირველის ინფორმაციით, დაშავდა მათი ოპერატორი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, ასევე დაზიანებები მიიღო ჟურნალისტმა. მთავარი არხის ინფორმაციით, შემთხვევის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მათი ტელევიზიის ჟურნალისტს.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ხატია წერეთელი "პოზიტივ შოუს" გამართვას გეგმავს – დეტალები
როცა პარკში სეირნობ და ხეზე შემოხვეულ გიგანტურ გველს წააწყდები – ფოტო, რომელიც ვირუსულად გავრცელდა (ფოტო)
ირაკლი კობახიძე ბრიუსელში შარლ მიშელის გარდა, სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირებს შეხვდება - მიქანაძე
ერთ ღამეს მაინც გავათევ მეთქი, მაგრამ ეს ერთი რიგითი ქართველის პოზიცია იქნებოდა, და არა იმ ინსტიტუციის, რომელსაც ვეკუთვნი - მამა პეტრე
რაც ახლა ნამახვანჰესის გარშემო ხდება,სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა! ძალის დემონსტრირება გამოსავალი არ არის! - ელისო კილაძე
განიხილავს თუ არა მოსამართლე ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხს - სასამართლო პროცესი ხვალ 11:00 საათზე დაიწყება
"ქართულ პოლიტიკაში საბა ბუაძეობა, თაკო ჩარკვიანობა და შალვა ნათელაშვილობა უნდა დასრულდეს... ეს არის კლოუნადის აპოთეოზი" - მეგრელიშვილი
არის თუ არა საჭირო აცრის წინ D-დიმერის გამოკვლევა - გამყრელიძის განმარტება
ვეცდები აღდგომის შემდგომ, პირველივე დღეებში ავიცრა - გამყრელიძე
"საჭიროა აკრძალვების და მკაცრი ზომების შემსუბუქება" - მიტროპოლიტი ანდრია დაწესებულ შეზღუდვებზე
ბათუმის ბულვარის დირექტორი, რომელიც მშენებლობებს ეწინააღმდეგებოდა, გაათავისუფლეს - ჯინჭარაძემ ამბავი ტელევიზიით გაიგო
ფხაკაძე საზოგადოებას აფრთხილებს - "სასწრაფოდ გააკეთეთ ბავშვი, სანამ კოვიდი დაგემართებათ, მერე სპერმის ხარისხი იკარგება.."
"დავიტანჯე იმაზე ფიქრით, პარლამენტში ვინ შემოვა და ვინ არა...ჩვენი პარტიიდან 22 რომ ვიყოთ, ბრდღვნას გავადენდით საკითხებს" - ელისაშვილი
რა არის COVID-19-ით გარდაცვალების ყველაზე ხშირი მიზეზი - ცერცვაძის განმარტება
საინტერესო ამბები
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42