
დეაკნოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ჭყონიდიდის მიტროპოლიტ სტეფანეს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. ასე უპასუხა მან კითხვას, რამდენად სწორი საქციელი იყო, როცა ხალხის დაშავების შემდეგ მიტროპოლიტი სტეფანე მღვდელმსახურებას აგრძელებდა. მან თქვა:
"იცით რა, დავიწყოთ თავიდან და იმას მივყვეთ ხომ. თქვენ მე ჯერ მიპასუხეთ, რამდენად ამართლებთ, როდესაც დახურულ სვირცეში მიმდინარეობს კრება, ეს არის საკუთრება, რომელშიც არ აქვს უფლება ნებართვის გარეშე შესვლისა და კრებას კარებს უმტვრევენ და ცდილობენ შესვლას. აქედან დავიწყოთ, რამდენად მიგაჩნიათ თქვენ ეს სწორად?
ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს. ამას ვამბობ ძალიან ბევრი მღვდელმთავრის სახელით, რომელიც გვიკავშირდებოდნენ ჩვენ. გვიანობამდე ვერ გავაკეთეთ განცხადება, იმიტომ, რომ დაზუსტება გვინდოდა დეტალების. მეტ-ნაკლებად ცნობილი არის, ხვალ უფრო მეტი სიცხადე შევა", - განაცხადა მან.
მასალის გამოყენების პირობები
