სუს-ი ენგურის გადმოკვეთისას საქართველოს მოქალაქეების დაღუპვაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს
პოლიტიკა - 12:27, 07 Apr, 2021     554

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოკუპირებული ტერიტორიიდან ჩვენი მოქალაქეების ენგურის გავლით გადაადგილებასა და დაღუპვის ფაქტს ეხმაურება და პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.

როგორც სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული საკითხის განხილვა უმწვავესი ფორმი მოხდება:

„საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას, სოფელ შამგონასა და სოფელ თაგილონის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამკვიდრებული უკანონო დაკავებებისთვის თავის არიდების მიზნით ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი საქართველოს სამი მოქალაქე ცდილობდა მდინარე ენგურის გავლით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას.

მდინარე ენგურის გადმოკვეთისას სამივე მათგანი დაიღუპა.

აღიშნული წარმოადგენს საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე უკანონოდ დაწესებული შეზღუდვებისა და უკანონო დაკავებების დამაზიანებელი პრაქტიკის შედეგს. მომხდარმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის თანმდევი პროცესების ანტიჰუმანური და დანაშაულებრივი არსი, რომელზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. წლების განმავლობაში თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულმა უკანონო ე.წ. რეგულაციებმა და შეზღუდვებმა მნიშვნელოვნად გაართულა ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობა და არაერთი მათგანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ყველა ინციდენტის, თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვისა და უკანონო დაკავების ფაქტზე საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მკაცრად დადგება საოკუპაციო რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხი.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშრის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები. საკთხის განხილვა მოხდება უმწვავესი ფორმით ყველა არსებული ფორმატის ფარგლებში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
პლანეტის მოსახლეობის 5% აცრილია
შემთხვევა ბათუმში - ავტომობილში მამაკაცის ცხედარი იპოვნეს
უკრაინის მხარდაჭერა არა მხოლოდ მორალური ვალდებულება, არამედ სახელმწიფოებრივი ინტერესიცაა - ბარამიძე
ოჯახური კონფლიქტი და სისხლიანი გარჩევა ბათუმში - პოლიციამ დეიდის დაჭრაში ბრალდებული 26 წლის ბიჭი დააკავა
გარდაცვლილი ექთნის საქმე - პროკურატურის მასალებში სამი მოწმის ჩვენება გამქრალია
6 გარდაცვლილი და 359 ინფიცირებული ერთ დღე-ღამეში - კორონავირუსის უახლესი სტატისტიკა
მსოფლიოში ვაქცინების ომია, საკითხი პოლიტიკურ, ფინანსურ და, შეიძლება, ნახევრად კრიმინალურ სფეროში მოექცა - სერგეენკო
ერთ დიდ შპს-ში ვცხოვრობთ, რომელსაც შპს ბიძინა ივანიშვილი ჰქვია - დავით ჭიჭინაძე
ირაკლი კობახიძე აშშ-ში გაემგზავრა
კარასინი პრემიერ ღარიბაშვილს პოზნერთან დაკავშირებულ განცხადებას უწონებს
პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები - ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია
მოლაპარაკებებში ამჯერად 6 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩაერთვება
მთავრობამ დღეს 700 მილიონი ლარის ვალი უნდა დააბრუნოს
რა ტიპის სამსახურს სთავაზობს ისრაელი საქართველოს მოქალაქეებს
საინტერესო ამბები
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42