ნაციონალური მოძრაობა ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს
პოლიტიკა - 14:08, 07 Apr, 2021     631

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის გადადგომას ითხოვს - როგორც სპეციალურ ბრიფინგზე მანუჩარ ახალაიამ ისაუბრა, ხელისუფლება ესაოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების დასახმარებლად არანაირ ზომას არ მიმართავს, ადგილობრივები კი საწირო პროდუქტისა და მედიკამენტებისთვის ენგურის გავლით გადმოდიან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე:

"ჩვენი ათი ათასობით მოქალაქე, რომელიც რისთვის გადმოდის ენგურის ხიდზე, ამასაც მინდა ხაზი გავუსვა - ეს ადამიანები გადმოდიან მედიკამენტების მისაღებად, საავადმყოფოებში, გადმოდიან იმისთვის, რომ პროდუქტები შეიძინონ და დაბრუნდნენ უკან და ამ დროს, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათი პრობლემები გადაიჭრას. მოვითხოვთ საქართველოს მთავრობისგან, პრემიერმინისტრისგან, რომ დღესვე, დაუყოვნებლივ გადადგეს თანამდებობიდან მინისტრი ტიკარაძე", - განაცხადა ახალაიამ.

შეგახსენებთ, ენგურის ხეობაში დღეს, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მდინარე ენგურიდან სამი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოვლითი გზით ცდილობდნენ შემოსვლას, რა დროსაც სავარაუდოდ ადიდებულმა მდინარემ წაიღო.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
პლანეტის მოსახლეობის 5% აცრილია
შემთხვევა ბათუმში - ავტომობილში მამაკაცის ცხედარი იპოვნეს
უკრაინის მხარდაჭერა არა მხოლოდ მორალური ვალდებულება, არამედ სახელმწიფოებრივი ინტერესიცაა - ბარამიძე
ოჯახური კონფლიქტი და სისხლიანი გარჩევა ბათუმში - პოლიციამ დეიდის დაჭრაში ბრალდებული 26 წლის ბიჭი დააკავა
გარდაცვლილი ექთნის საქმე - პროკურატურის მასალებში სამი მოწმის ჩვენება გამქრალია
6 გარდაცვლილი და 359 ინფიცირებული ერთ დღე-ღამეში - კორონავირუსის უახლესი სტატისტიკა
მსოფლიოში ვაქცინების ომია, საკითხი პოლიტიკურ, ფინანსურ და, შეიძლება, ნახევრად კრიმინალურ სფეროში მოექცა - სერგეენკო
ერთ დიდ შპს-ში ვცხოვრობთ, რომელსაც შპს ბიძინა ივანიშვილი ჰქვია - დავით ჭიჭინაძე
ირაკლი კობახიძე აშშ-ში გაემგზავრა
კარასინი პრემიერ ღარიბაშვილს პოზნერთან დაკავშირებულ განცხადებას უწონებს
პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები - ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია
მოლაპარაკებებში ამჯერად 6 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩაერთვება
მთავრობამ დღეს 700 მილიონი ლარის ვალი უნდა დააბრუნოს
რა ტიპის სამსახურს სთავაზობს ისრაელი საქართველოს მოქალაქეებს
საინტერესო ამბები
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42