"ეფ ეს ბე" -ს კონტროლი ოკუპაციის ზონაში და დანაღმული ტერიტორიები - სასწრაფოდ უნდა გამარტივდეს აფხაზეთიდან გადმოსვლიის წესები- პაატა დავითაია
პოლიტიკა - 19:59, 07 Apr, 2021     533
,,ენგურის იქით ოკუპაციის პირისპირ, ენგურს აქეთ პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვები - 5 დღიანი კარანტინი გალის მოსახლეობას სიცოცხლის ფასად უჯდება. "- განაცხადა ,,ევროპული-დემოკრატების" ლიდერმა პაატა დავითაიამ. „ოკუპაციის ზონაში მთელ პერიმეტრს ,,ეფ ეს ბე-ს" ჯარი აკონტროლებს. მათ გარკვეული ტერიტორია დანაღმული აქვთ, სხვა ადგილებში დედექტორები ან ვიდეო თვალები უყენიათ და მიმოსვლას მკაცრად აკონტროლებენ.“ დავითაიას განმარტებით, რუსმა ოკუპანტებმა ყველა გადმოსასვლელი გზა ჩაკეტა, დარჩა მხოლოდ ხიდი. ამიტომაც, ჩვენს მოქალაქეებს გამოსავლის მოძებნა მოუხდათ. გალიდან ზუგდიდში გადმოსასვლელად საჭიროა ოკუპაციის ზონაში გარკვეული ცნობების აღება, მკაცრი კონტროლია დაწესებული. შემდეგ ხიდი უნდა გადმოიარო და აქეთ ხუთდღიანი კარანტინი გაიარო. ამდენი დრო კი ჩვენს მოქალაქეებს არა აქვთ, ისინი ხომ სიცოცხლისთვის იბრძვიან, ზოგს მშიერი შვილი ყავს სახლში მარტო დატოვებული და ზოგს ავადმყოფი მშობლები, რომელსაც წამალი ეჩქარება.“ ,,ევროპული დემოკრატების" ლიდერი პაატა დავითაია ხელისუფლებას მოუწოდებს, გაამარტივოს ოკუპაციის ზონიდან საქართველოს მოქალაქეების გადმოსვლა, ენგურის ხიდთან სწრაფი ტესტების გაკეთების საშუალებით და მათ დამატებითი ბარიერები არ შეუქმნას. საქართველოს ხელისუფლებამ მათთვის პანდემიით გამოწვეული კარანტინის პირობები უნდა შეცვალოს და ის მაქსიმალურად გაამარტივოს.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ირაკლი კობახიძე აშშ-ში გაემგზავრა
კარასინი პრემიერ ღარიბაშვილს პოზნერთან დაკავშირებულ განცხადებას უწონებს
პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები - ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია
მოლაპარაკებებში ამჯერად 6 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩაერთვება
მთავრობამ დღეს 700 მილიონი ლარის ვალი უნდა დააბრუნოს
რა ტიპის სამსახურს სთავაზობს ისრაელი საქართველოს მოქალაქეებს
უხვმა ნალექმა ხეობის 6 სოფელი გარე სამყაროს მოწყვიტა
ოფიციალური აღიარება - ჩინური ვაქცინები ნაკლებად ეფექტურია
თუ მესამე ტალღა დაიწყო, სიკვდილიანობას ერთნიშნა რიცხვზე ვერ შევინარჩუნებთ - ცერცვაძე
კახა კალაძე საზღვარგარეთ იმყოფება - რატომ წავიდა მერი უცხოეთში?
ინდოეთში დააკავეს ორი მამაკაცი, რომლებიც მაიმუნებს ქურდობისთვის იყენებდნენ
ინდოეთში COVID-19-ის პანდემიის მეოთხე ტალღა დაიწყო
შეხვედრები ევროკავშირის ოფისში - სავარაუდოდ , თვის ბოლოს საქართველოში 6 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვა
კრისტიან დანიელსონის შემოთავაზებული დოკუმენტი განვიხილეთ - კარლ ჰარცელი შეხვედრის დასრულების შემდეგ
საინტერესო ამბები
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42