ლომჯარია:მოვუწოდებთ ხელისუფლებას, იმსჯელოს 5-დღიანი კარანტინის ალტერნატიულ ღონისძიებებზე, რაც ოკუპირებული გალის მოსახლეობას გადაადგილებაზე დამატებით ბარიერს შეუმსუბუქებს
პოლიტიკა - 19:59, 07 Apr, 2021     496

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მდინარე ენგურზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც მოუწოდებს ხელისუფლებას გააქტიუროს საერთაშორისო ბერკეტებით ოკუპირებულ ძალებზე გადმოსასვლელი პუნქტის მთლიანად მოსახლეობისათვის გასახსნელად.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გადაადგილების თავისუფლების კუთხით არსებულ გამოწვევებს ადასტურებს, ენგურის ხიდზე არსებულ ე.წ. გამშვებ პუნქტზე რადიკალურად შემცირებული გადაადგილების დღიური სტატისტიკაც.

„2021 წლის 7 აპრილს მდინარე ენგურიდან მაშველებმა 3 ადამიანის ცხედარი ამოიტანეს. არსებული ინფორმაციით, ისინი ოკუპირებული გალიდან საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ცდილობდნენ. სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს.

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, 2021 წლის 11 თებერვლიდან ოკუპირებული აფხაზეთიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიას (მრავალშვილიან ოჯახებს, სოციალურად დაუცველებს, შშმ პირებს) ენგურის ხიდზე არსებული ე.წ. გამშვები პუნქტის გავლით გადმოსვლის საშუალება მიეცა. თითქმის ერთწლიანი გადაადგილების თავისუფლების სრული შეზღუდვის შემდეგ, აღნიშნული გადაწყვეტილება ჩვენი გალელი თანამოქალაქეებისთვის გარკვეული შეღავათი იყო. თუმცა, ამან არსებითად ვერ შეცვალა უმძიმესი ჰუმანიტარული მდგომარეობა, ვინაიდან გადაადგილების შესაძლებლობა, მხოლოდ საზოგადოების მცირე ნაწილს შეეხო. ამავდროულად, გადმოსვლის მსურველ ადამიანებს სირთულეებს უქმნის ასევე 5 დღიანი სავალდებულო კარანტინის დაცვა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებული ტერიტორიიდან კონტროლირებად ტერ

დაწესებული შეზღუდვების გამო, აფხაზეთიტორიაზე გადმოსულ მოქალაქეებს დაუწესა.ის მაცხოვრებლები საკუთარი სიცოცხლის ფასად სხვადასხვა შემოვლით გზას მიმართავენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახვედრად. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2020 წლის განმავლობაში ასევე დაფიქსირდა, 2 უბედური შემთხვევა, როცა ადამიანები საქართველოს სახელმწიფოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრას მდინარე ენგურის გადაცურვით ცდილობდა.

გადაადგილების თავისუფლების კუთხით არსებულ გამოწვევებს ადასტურებს, ენგურის ხიდზე არსებულ ე.წ. გამშვებ პუნქტზე რადიკალურად შემცირებული გადაადგილების დღიური სტატისტიკაც. როდესაც ზემოაღნიშნული გადასასვლელი სრულად არის გახსნილი, დღიურად დაახლოებით 1400-1500 ადამიანი სარგებლობს . ხოლო დღესდღეობით ეს რიცხვი 20-30-მდე შემცირდა .

უნდა აღინიშნოს, რომ ოკუპირებული გალის მაცხოვრებლებისთვის, ენგურის ხიდი განათლებასთან, სამედიცინო სერვისებთან, უფრო იაფ პროდუქტებთან, პენსიასთან, ნათესავებთან და ოჯახის სხვა წევრებთან დამაკავშირებელი ხიდია და მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მოუწოდებს ხელისუფლებას გააქტიუროს საერთაშორისო ბერკეტებით ოკუპირებულ ძალებზე გადმოსასვლელი პუნქტის მთლიანად მოსახლეობისათვის გასახსნელად და ასევე კიდევ ერთხელ იმსჯელოს 5 დღიანი სავალდებულო კარანტინის ალტერნატიულ ღონისძიებებზე, რაც ოკუპირებული გალის მოსახლეობას გადაადგილებაზე დამატებით ბარიერს შეუმსუბუქებს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
მთავრობამ დღეს 700 მილიონი ლარის ვალი უნდა დააბრუნოს
რა ტიპის სამსახურს სთავაზობს ისრაელი საქართველოს მოქალაქეებს
უხვმა ნალექმა ხეობის 6 სოფელი გარე სამყაროს მოწყვიტა
ოფიციალური აღიარება - ჩინური ვაქცინები ნაკლებად ეფექტურია
თუ მესამე ტალღა დაიწყო, სიკვდილიანობას ერთნიშნა რიცხვზე ვერ შევინარჩუნებთ - ცერცვაძე
კახა კალაძე საზღვარგარეთ იმყოფება - რატომ წავიდა მერი უცხოეთში?
ინდოეთში დააკავეს ორი მამაკაცი, რომლებიც მაიმუნებს ქურდობისთვის იყენებდნენ
ინდოეთში COVID-19-ის პანდემიის მეოთხე ტალღა დაიწყო
შეხვედრები ევროკავშირის ოფისში - სავარაუდოდ , თვის ბოლოს საქართველოში 6 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვა
კრისტიან დანიელსონის შემოთავაზებული დოკუმენტი განვიხილეთ - კარლ ჰარცელი შეხვედრის დასრულების შემდეგ
ცალსახად მხარეა და არ გამოვა მისგან გამაერთიანებელი...წარმოუდგენელი მგონია, მედიატორის როლი შეასრულოს - ჯაფარიძე პრეზიდენტზე
არ არის საჭირო სასაფლაოებზე ალკოჰოლით სიარული და იქ სმა-ჭამა - ამირან გამყრელიძე აღდგომაზე
"ვაქცინაცია წარუმატებელი არ არის, უბრალოდ წარმატებული არ არის" - გამყრელიძე
უხვი ნალექის გამო დაბა ბაკურიანში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და სასტუმრო დაიტბორა
საინტერესო ამბები
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42