27-29 დეკემბერს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა წიგნის საახალწლო ფესტივალს უმასპინძლებს
კულტურა - 13:50, 26 Dec, 2019     11684

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა 27-29 დეკემბერს წიგნის საახალწლო ფესტივალს უმასპინძლებს.

ფესტივალი 27 დეკემბერს 12 საათზე წლის ბესტსელერი გამოცემების დაჯილდოებით გაიხსნება. მთავარი სცენა ყოველდღიურად დატვირთული იქნება ლიტერატურული ღონისძიებებით. 3 დღის განმავლობაში, ფესტივალის სტუმრებს უმარავი სიახლე და სიურპრიზი ელოდება. სპეციალურად ფესტივალისთვის, საქართველოში არსებული გამომცემლების უმრავლესობა ფასდაკლებით წარადგენს ახალ თუ ძველ გამოცემებს და ფესტივალის სტუმრებს ახალ წიგნებს გააცნობს.

თიბისი პატარა მკითხველებს საბავშვო კუთხით, საახალწლო-გასართობი პროგრამითა და საჩუქრებით დახვდება:

შაბათ-კვირა, 13:00 -14:00, საბავშვო სივრცე - ილუსტრატორ გიო ჯინჭარაძის წიგნის - „წიქარას" კითხვა და ილუსტრაციის შექმნის ვორქშოპი ბავშვებისთვის.

შაბათ-კვირა, 17:00 -18:00, საბავშვო სივრცე - კალიგრაფ დავით მაისურაძის ვორქშოპი ბავშვებისთვის.

კვირას, დახურვის ღონისძიებაზე ელექტრონული წიგნების სახლის - „საბა" დირექტორი - ირინა ჯავახაძე და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი - გიორგი კეკელიძე პროექტ „საბკულტურის" შესახებ ისაუბრებენ.

წიგნის საახალწლო ფესტივალი მიზნად ისახავს საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობას და საახალწლოდ, ოჯახის წევრებისთვის მეგობრებისა და ძვირფასი ადამიანებისთვის წიგნის ჩუქების ტრადიციის დამკვიდრებას.

ღონისძიების მხარდამჭერია თბილისის მერია.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ოკუპაციის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების სკოლების ბიბლიოთეკებში, დათა პაპას სახელობის წიგნის კუთხეები გაიხსნება
სპეცოპერაცია რიო-დე-ჟანეიროს მეტროში - დაღუპულია 25 ადამიანი
პრეზიდენტმა ჩემი საუბრიდან ყველაფერი გაიგო - იაგო ხვიჩია
"იცოდეთ, ეს კაცი არის ბნელი, ბოროტი, ავადმყოფი პედოფილი“ - ჯამბურია გურამ ფალავანდიშვილზე
სიამოვნებით შეგხვდებით ტელედებატებში ან თუნდაც ავადმყოფის საწოლთან, რათა გავარკვიოთ ვინ ვინ არის.. რა საჭიროა ეს "ნიანგის ცრემლები“ ? - ცერცვაძე ნანა გეგეჭკორს
“ფორმულას“ მედიისა და კომუნიკაციების სკოლა სასერტიფიკატო კურსებზე მიღებას იწყებს - შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა
16 მაისის აქცია 23 მაისის აქციის რეპეტიცია იქნება? - დაიკავებს თუ არა ვარლამ გოლეთიანი ვასაძის პარტიაში საპატიო ადგილს?
"მან პირდაპირ მოიტყუა..ეს იყო უღირსი პოლიტიკური ჟულიკობა" - აკაკი მინაშვილი გიორგი ვაშაძეს
რატომ მიმართა ხატია სიჭინავამ შსს-ს?
ხვალ, ბაჩუკი ქარდავა პატიმრობაში მყოფ ნიკა მელიას შეხვდება
სისხლიანი დაპირისპირება ბათუმში - დაჭრილია არასლრულწლოვანი
"მთელს ჩემს ოჯახს იცნობ, რამ დაგაწერინა ეს სისულელე? მეგონა, პირად შეურაცხყოფაზე და ცილისწამებაზე გადასვლის სიმდაბლე გესმოდა" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ლადო ნარსიას
კორონაობა დამთავრებულია! წინ დიდი გამარჯვებები გველოდება - ნათელაშვილი
ნიკა მელიას, "ოცნების" მიერ წარდგენილ ამნისტიის პროექტზე, უბრალოდ ეღიმება - კორძაია
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42