თანამშრომლების დისტანციურ რეჟმზე გადაყვანა - უწყებათაშორისი საბჭოს მიმართვა დასაქმებლებს
პოლიტიკა - 02:12, 10 Apr, 2021     3184
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს.

აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც, მთელს მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც უარესდება.

აღინიშნა, რომ ქვეყანაში დაფიქსირებული შემთხვევების მატების დინამიკა საყურადღებოა და როგორც ხელისუფლების, ისე მოქალაქეების მხრიდან განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მიდგომას მოითხოვს. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი დადგენილი რეგულაციების დაცვის აუცილებლობას, რაც ქვეყანას ვირუსის გავრცელების მესამე ტალღას და, შესაბამისად, მკაცრი შეზღუდვების დაწესების საჭიროებას ააცილებს.

საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სწორად გამოიყენონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და თავი აარიდონ ხალხმრავალი შეკრებებისა და სოციალური ღონისძიებების ორგანიზებას, რომელთა გამართვა მთავრობის დადგენილებით აკრძალულია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 287 183 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 276 426 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 3 858 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 233 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 285 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 2 129 პირი.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
რა სამწუხაროა, რომ ნიკას ციხეში ყოფნის დროს ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერი უხამსად მხოლოდ “ერთ ადგილზე” საუბრობს - დეკანოიძე
შუადღის ძილის სანაცვლოდ, კომპანია ნებიესმიერ მსურველს 1 500 დოლარს გადაუხდის და ეს შესაძლოა საქართველოდანაც მოახერხოთ
დიდ დიღომში, მაცხოვრებელმა სახლში მორიელი იპოვა (ფოტო)
უსაყვარლესი ისტორია: 79 წლის კაცი სილამაზის სკოლაში დადის, რათა ცოლს თმის დახვევაში დაეხმაროს (ფოტო)
ინფიცირების მატების ტენდენცია არის, მაგრამ კატასტროფული მაჩვენებლები არ არის - ეზუგბაია
მოგვიმატონ ხელფასები და გააუმჯობესონ სამუშაო პირობები - ოზურგეთში წისქვილკომბინატის საწარმოს მუშები გაიფიცნენ
ინფექციურ საავადმყოფოში "ასტრაზენეკას" ვაქცინით 4 500-მდე პირი აიცრა - მარინა ეზუგბაია
ყვარელში მომხდარი სისხლიანი გარჩევა - თანასოფლელის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
რუსთავის ციხეში ნიკა მელიას ოპოზიციის ლიდერები შეხვდებიან
ზოგი აცრილი გათამამდა და ჰგონია, რომ... - პაატა იმნაძე
პრეზიდენტი დღეს მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციას შეხვდება
საქართველოში ინდური შტამი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა
მოსწავლეების ტერორი და ჩაგვრა ადიგენის სკოლაში - პოლიციამ საქმეზე გამოკითხვა დაიწყო
20 გარდაცვლილი და 1 806 ინფიცირებული ერთ დღე-ღამეში - კორონავირუსის უახლესი სტატისტიკა
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42