უკრაინის მხარდაჭერა არა მხოლოდ მორალური ვალდებულება, არამედ სახელმწიფოებრივი ინტერესიცაა - ბარამიძე
პოლიტიკა - 11:15, 12 Apr, 2021     455

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძის განცხადებით, პუტინის მმართველობა საერთაშორისო სამართლის ნორმებს სრულად უგულებელყოფს და რეგიონში აგრესიული პოლიტიკის კვლავ ახორციელებს.

"რუსეთის ფედერაცია ოკუპირებული ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის მილიტარიზაციასა და სიტუაციის შემდგომ ესკალაციას აგრძელებს. პუტინის მმართველობა საერთაშორისო სამართლის ნორმებს სრულად უგულებელყოფს და რეგიონში აგრესიული პოლიტიკის კვლავ ახორციელებს.

შეერთებულმა შტატებმა, ევროპულმა სახელმწიფოებმა, ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა, ევროკავშირმა და დასავლურმა ინსტიტუტებმა მკაცრად დაგმეს რუსეთის აღნიშნული ქმედებები. მათ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა გამოხატეს და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციასა და მიმდინარე ესკალაციაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას დააკისრეს. საერთაშორისო საზოგადოებამ საერთაშორისო-სამართლებრივი ნორმების უხეში დარღვევის საპასუხოდ რუსეთის მიმართ ფართომასშტაბიანი სანქციები შემოიღო" -აღნიშნა ბარამიძემ.

მისივე თქმით, უკრაინისთვის ამ მძიმე ვითარებაში საქართველოს მთავრობა უპასუხისმგებლოდ და არამეგობრულად იქცევა.

"სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება კვლავ უმოქმედოა. უკრაინისთვის ამ მძიმე ვითარებაში საქართველოს მთავრობა უპასუხისმგებლოდ და არამეგობრულად იქცევა. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები, ნაცვლად მაქსიმალური სოლიდარობისა და კოორდინაციისა, ისეთ დაბალ დონეზეა, რაც არასდროს ყოფილა. საქართველოს ელჩი უკრაინაში შიდა პოლიტიკური მიზეზებით წელიწადზე მეტი ვადით კონსულტაციებისთვის იყო გამოწვეული.

უკრაინის, როგორც ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს, აქტიური მხარდაჭერა არა მხოლოდ ჩვენი მორალური ვალდებულება, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესიცაა. დღეს უკრაინისადმი სოლიდარობა საქართველოს სუვერენიტეტის დაცვასაც ნიშნავს. რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შედეგად ორივე სახელმწიფო საერთო გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით - ანექსია, ოკუპირებული ტერიტორიები, ეთნიკური წმენდა და მზარდი მილიტარიზაცია.

ამის დასაძლევად გადამწყვეტი საერთო ძალისხმევა, ერთიანი დიპლომატიური აქტივობები და მხარდამჭერი ქმედებებია. ნაცვლად ამისა საქართველოს ხელისუფლებამ საკითხის მნიშვნელობის მინიმიზაციისა და თავშეკავების გზა აირჩია. ჩვენ გვახსოვს საქართველოსთვის ურთულეს პერიოდებში უკრაინისა და უკრაინელი ხალხის უპირობო მხარდაჭერა - რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო ოპერაციების დროს, როგორც სამხედრო, ისე დიპლომატიური დახმარების კუთხით.

არასოდეს დაგვავიწყდება უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი თბილისში, მაშინ, როდესაც საქართველოს თავზე ჯერ კიდევ რუსული სამხედრო ავიაცია დაფრინავდა. დღეს უკრაინას ქართველი ხალხის გვერდში დგომა სჭირდება. ნაციონალური მოძრაობა უკრაინასა და უკრაინელ ხალხს სრულ თანადგომასა და სოლიდარობას უცხადებს. ჩვენ ჩვენი სახელმწიფოების თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ" - აღნიშნა ბარამიძემ.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
დიდ დიღომში, მაცხოვრებელმა სახლში მორიელი იპოვა (ფოტო)
უსაყვარლესი ისტორია: 79 წლის კაცი სილამაზის სკოლაში დადის, რათა ცოლს თმის დახვევაში დაეხმაროს (ფოტო)
ინფიცირების მატების ტენდენცია არის, მაგრამ კატასტროფული მაჩვენებლები არ არის - ეზუგბაია
მოგვიმატონ ხელფასები და გააუმჯობესონ სამუშაო პირობები - ოზურგეთში წისქვილკომბინატის საწარმოს მუშები გაიფიცნენ
ინფექციურ საავადმყოფოში "ასტრაზენეკას" ვაქცინით 4 500-მდე პირი აიცრა - მარინა ეზუგბაია
ყვარელში მომხდარი სისხლიანი გარჩევა - თანასოფლელის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
რუსთავის ციხეში ნიკა მელიას ოპოზიციის ლიდერები შეხვდებიან
ზოგი აცრილი გათამამდა და ჰგონია, რომ... - პაატა იმნაძე
პრეზიდენტი დღეს მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციას შეხვდება
საქართველოში ინდური შტამი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა
მოსწავლეების ტერორი და ჩაგვრა ადიგენის სკოლაში - პოლიციამ საქმეზე გამოკითხვა დაიწყო
20 გარდაცვლილი და 1 806 ინფიცირებული ერთ დღე-ღამეში - კორონავირუსის უახლესი სტატისტიკა
ინფიცირებულთა რიცხვის ზრდასთან ერთად, ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობაც მატულობს
სამძებრო სამუშაოების გამო გუმათჰესებისა და რიონჰესის სათავე-ნაგებობის წყლისგან დაცლა იგეგმება
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42