ვინ არის "5/35-ოქროს ბურთის" ჯეკპოტის 211 084 ლარის მოგებული?
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:12, 12 Apr, 2021     730

გაზაფხული ყველაზე იღბლიანი ლოტოს მოთამაშეებისთვის აღმოჩნდა, რადგან მარტსა და აპრილში ლატარიაში უპრეცედენტოდ დიდი საპრიზო კოატეგორიები ერთმანეთის მიყოლებით გათამაშდა.

9 მარტს ,,ლოტო 6/42’’-ში ჯეკპოტის 1 015 291 ლარის გათამაშების შემდეგ 20 მარტს ჯეკპოტი 211 084 ლარი ყოველდღიურ ლოტო ,,5/35 -ოქროს ბურთშიც’’ გათამაშდა. 24 მარტს, ასევე ,,5/35-ოქროს ბურთში’’ მოიგეს მეორე საპრიზო კატეგორია 70 659 ლარი, ხოლო 6 აპრილს მეორე საპრიზო კატეგორია 282 402 ლარი გათამაშდა ,,ლოტო 6/42’’-შიც.

,,ლოტო 6/42’’-ში ჯეკპოტის 1 015 291 ლარის ჯეკპოტის გადაცემის შემდეგ, ,,5/35 -ოქროს ბურთის’’ მოგებული ჯეკპოტი მის იღბლიან მფლობელსაც გადაერიცხა. საქრთველოში ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი ადამიანი, რომელმაც 1 ლარიანი ბილეთით ჯეკპოტი 211 084 ლარი მოიგო ახალციხელი აბესალომ ზაზაძეა.

აბესალომ ზაზაძე 65 წლის პენსიონერია და ის ახალციხეში დედასთან, მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს, მისი ბედნიერების ამბავი უკვე მთელმა ახალციხემ შეიტყო და ოჯახი მოლოცვებსაც იღებს. ბატონი აბესალომი ლატარიას წლებია რაც თამაშობს და მცირე თანხებს სისტემატურად იგებს, ჯეკპოტის მოგების დღესაც მან ,,5/35 -ოქროს ბურთის’’ ორი ბილეთი შეიძნა, ორ ლარის ღირებულების ორივე ბილეთმა მას მოგება მოუტანა - ერთმა 50 ლარი, ხოლო მეორე ბილეთმა 211 084 ლარი მოიგო.

მოგების დღეს აბესალომ ზაზაძე ,,5/35 - ოქროს ბურთის’’ გათამაშებას 89 წლის დედასთან ერთად უყურებდა, როდესაც მის მიერ მონიშნული ხუთივე რიცხვი დაემთხვა ლოტოტრონის მიერ გამოვლენილს და დამატებით ოქროს ბურთიც ჩამოვარდა, ზაზაძეების ოჯახში ყველაზე ბედნიერი წუთები დადგა - ისინი მიხვდნენ რომ იმ წუთიდან მათი ცხოვრება სამუდამოდ უკეთესობისკენ შეიცვალა - მათ ჯეკპოტი 211 084 ლარი მოიგეს. ოჯახის ბედნიერი შეძახილები სამეზობლოს ესმოდა, შემდეგ კი აბესალომ ზაზაძის ამბავი მთელ ახალციხეს მოედო.

,,მოგებულმა თანხამ სულზე მოგვისწრო’’ - ამბობს აბესალომ ზაზაძე - ,,საკუთარი პატარა ბიზნესი მქონდა, მეორედების მაღაზია და სამწუხაროდ მისი დახურვა მომიწია, ბანკის ვალები დაგვრჩა, ოჯახი მეუღლის 200 ლარიანი ხელფასის და დედის პენსიის იმედად დაგვრჩა, არ ვიცი ვერც კი წარმოვიდგენ რა გვეშველებოდა ჯეკპოტი რომ არ მომეგო, მართლა ღვთის წყალობაა, მოგებული თანხით პირველ რიგში ბანკის ვალებს გავისტუმრებ და შემდეგ უკვე პატარა საოჯახო ბიზნეს წამოვიწყებ’’.

,,საქართველოს ეროვნული ლატარია’’ ულოცავს აბესალომ ზაზაძეს მოგებას და წარმატებას უსურვებს. თქვენ კი შეგახსენებთ, რომ იგებს ის ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ოკუპანტებისგან სისტემატიური ცემის გამო 2 დღის წინ კომაში ჩავარდა - რამაზ ბეღელური სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
რა სამწუხაროა, რომ ნიკას ციხეში ყოფნის დროს ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერი უხამსად მხოლოდ “ერთ ადგილზე” საუბრობს - დეკანოიძე
შუადღის ძილის სანაცვლოდ, კომპანია ნებიესმიერ მსურველს 1 500 დოლარს გადაუხდის და ეს შესაძლოა საქართველოდანაც მოახერხოთ
დიდ დიღომში, მაცხოვრებელმა სახლში მორიელი იპოვა (ფოტო)
უსაყვარლესი ისტორია: 79 წლის კაცი სილამაზის სკოლაში დადის, რათა ცოლს თმის დახვევაში დაეხმაროს (ფოტო)
ინფიცირების მატების ტენდენცია არის, მაგრამ კატასტროფული მაჩვენებლები არ არის - ეზუგბაია
მოგვიმატონ ხელფასები და გააუმჯობესონ სამუშაო პირობები - ოზურგეთში წისქვილკომბინატის საწარმოს მუშები გაიფიცნენ
ინფექციურ საავადმყოფოში "ასტრაზენეკას" ვაქცინით 4 500-მდე პირი აიცრა - მარინა ეზუგბაია
ყვარელში მომხდარი სისხლიანი გარჩევა - თანასოფლელის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
რუსთავის ციხეში ნიკა მელიას ოპოზიციის ლიდერები შეხვდებიან
ზოგი აცრილი გათამამდა და ჰგონია, რომ... - პაატა იმნაძე
პრეზიდენტი დღეს მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციას შეხვდება
საქართველოში ინდური შტამი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა
მოსწავლეების ტერორი და ჩაგვრა ადიგენის სკოლაში - პოლიციამ საქმეზე გამოკითხვა დაიწყო
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42