საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსია და ამასთან დაკავშირებით რაიმე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია - გვენეტაძე
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:03, 12 Apr, 2021     454

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ქვეყანაში ასების ზრდასა და გაცვლითი კურსის არასტაბილურობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მეზობელ ქვეყნებშიც შეინიშნება ფასების ზრდა. მისი განმარტებით, გაცვლით კურსზე ტურიზმის შემოსავლებმაც იმოქმედა:

„კურსთან დაკავშირებით მოგეხსენებათ, რომ საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსია და კურსთან დაკავშირებით რაიმე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.

რაც შეეხება ინფლაციას, მოგეხსენებათ, არამარტო ჩვენ, არამედ მთლიანად მსოფლიო კოვიდპანდემიის გავლენის ქვეშ ვიმყოფებით და ძალიან დიდია ამ შემთხვევაში გაურკვევლობის ფაქტორი. ძალიან ხშირად იცვლება სიტუაცია. დღეს, რაც მოქმედებს საქართველოში ლარის გაცვლით კურსზე, ეს არის ძალიან დიდი თანხა, რომელიც დავკარგეთ ტურიზმის შემოსავლებიდან. ამავე დროს, არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ 2019 წელსაც გვქონდა შოკი. მხოლოდ საქართველოს ჰქონდა ეს შოკი ფრენების აკრძალვის გამო და ამან გაცვლით კურსზე იმოქმედა და შემდეგ ინფლაციაზე აისახა. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ყველაზე დიდ სავაჭრო პარტნიორში მოხდა ძალიან დიდი გაუფასურება, რაც ასევე გავლენას ახდენს კურსთან დაკავშირებით. ეროვნული ბანკი ყველა ზომას მიიღებს იმასთან დაკავშირებით, რომ ფასების ზრდა მაღალი არ იყოს, მაგრამ თუ გადავხედავთ მეზობელ ქვეყნებსაც, თითქმის ყველა ქვეყანაში შეინიშნება ფასების ზრდა და ეს ბუნებრივი გაგრძელებაა იმის, რომ ქვეყნებში არის შეზღუდვები და დამატებითი ხარჯების გადაცემა ხდება ზუსტად ფასებში. ამავე დროს, საქარველოში ჯერ კიდევ არის მაღალი დოლარიზაცია და აქედან გამომდინარე, კურსის გაუფასურების გამო, ეს ხარჯები უკვე ფასებშია გადაცემული“, - განაცხადა გვენეტაძემ.






მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული დავით კოდუა 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
პრეზიდენტს გავაცანი ჩვენი შეფასებები ამნისტიის კანონპროექტთან და "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით - სამადაშვილი
ვაქცინასთან მიმართებაში საზოგადოების სანდოობა იზრდება - ტიკარაძე
"მივიღე მძიმე გადაწყვეტილება" - ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოსვლითვის ემზადება
ოსტატების რეესტრი კულტურის სამინისტროში - წულუკიანის ახალი ინიციატივა
ოკუპანტებისგან სისტემატიური ცემის გამო 2 დღის წინ კომაში ჩავარდა - რამაზ ბეღელური სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
რა სამწუხაროა, რომ ნიკას ციხეში ყოფნის დროს ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერი უხამსად მხოლოდ “ერთ ადგილზე” საუბრობს - დეკანოიძე
შუადღის ძილის სანაცვლოდ, კომპანია ნებიესმიერ მსურველს 1 500 დოლარს გადაუხდის და ეს შესაძლოა საქართველოდანაც მოახერხოთ
დიდ დიღომში, მაცხოვრებელმა სახლში მორიელი იპოვა (ფოტო)
უსაყვარლესი ისტორია: 79 წლის კაცი სილამაზის სკოლაში დადის, რათა ცოლს თმის დახვევაში დაეხმაროს (ფოტო)
ინფიცირების მატების ტენდენცია არის, მაგრამ კატასტროფული მაჩვენებლები არ არის - ეზუგბაია
მოგვიმატონ ხელფასები და გააუმჯობესონ სამუშაო პირობები - ოზურგეთში წისქვილკომბინატის საწარმოს მუშები გაიფიცნენ
ინფექციურ საავადმყოფოში "ასტრაზენეკას" ვაქცინით 4 500-მდე პირი აიცრა - მარინა ეზუგბაია
ყვარელში მომხდარი სისხლიანი გარჩევა - თანასოფლელის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42