პატიმრობა შეკვეთილი ბრალდებით - პროკურატურამ დმანისის პოლიციის მაღალჩინოსანს ბრალი წარუდგინა
სამართალი - 19:43, 12 Apr, 2021     597
"განზრახ უკანონო დაკავება, მძიმე დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაცია, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება" - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელზეც დმანისის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს შ.ზ.-ს ბრალდება წარუდგინეს.ინფომარმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს."ნიუპოსტი" უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოს პროკურატურამ, განზრახ უკანონო დაკავების, მძიმე დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დმანისის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს შ.ზ.-ს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 აპრილს, ბრალდებულმა შ.ზ.-მ ლ.ტ. თავისი სამსახურებრივი ავტომანქანით მარნეულიდან დმანისში ჩაიყვანა, რის შემდეგაც მას უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა გადასცა, რითაც საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაყალბება და მტკიცებულებების ფალსიფიკაცია მოახდინა. აღნიშნულის შემდეგ, შ.ზ.-ს მიერ ფალსიფიცირებული მტკიცებულებების საფუძველზე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარების ბრალდებით ლ.ტ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა შ.ზ. 10 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება განზრახ უკანონო დაკავებისთვის, მძიმე დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, 3691-ე მუხლის მესამე ნაწილით, 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით და ამავე კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ’’ ქვეპუნქტით დღეს, 12 აპრილს წარედგინა. შ.ზ.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით უკვე მიმართა", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ოსტატების რეესტრი კულტურის სამინისტროში - წულუკიანის ახალი ინიციატივა
ოკუპანტებისგან სისტემატიური ცემის გამო 2 დღის წინ კომაში ჩავარდა - რამაზ ბეღელური სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
რა სამწუხაროა, რომ ნიკას ციხეში ყოფნის დროს ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერი უხამსად მხოლოდ “ერთ ადგილზე” საუბრობს - დეკანოიძე
შუადღის ძილის სანაცვლოდ, კომპანია ნებიესმიერ მსურველს 1 500 დოლარს გადაუხდის და ეს შესაძლოა საქართველოდანაც მოახერხოთ
დიდ დიღომში, მაცხოვრებელმა სახლში მორიელი იპოვა (ფოტო)
უსაყვარლესი ისტორია: 79 წლის კაცი სილამაზის სკოლაში დადის, რათა ცოლს თმის დახვევაში დაეხმაროს (ფოტო)
ინფიცირების მატების ტენდენცია არის, მაგრამ კატასტროფული მაჩვენებლები არ არის - ეზუგბაია
მოგვიმატონ ხელფასები და გააუმჯობესონ სამუშაო პირობები - ოზურგეთში წისქვილკომბინატის საწარმოს მუშები გაიფიცნენ
ინფექციურ საავადმყოფოში "ასტრაზენეკას" ვაქცინით 4 500-მდე პირი აიცრა - მარინა ეზუგბაია
ყვარელში მომხდარი სისხლიანი გარჩევა - თანასოფლელის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
რუსთავის ციხეში ნიკა მელიას ოპოზიციის ლიდერები შეხვდებიან
ზოგი აცრილი გათამამდა და ჰგონია, რომ... - პაატა იმნაძე
პრეზიდენტი დღეს მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციას შეხვდება
საქართველოში ინდური შტამი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42