რა არის COVID-19-ით გარდაცვალების ყველაზე ხშირი მიზეზი - ცერცვაძის განმარტება
COVID-19 - 20:43, 12 Apr, 2021     1125

COVID-19-ით გარდაცვალების მიზეზებზე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე, სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

ცერცვაძის განმარტებით, ჩატარდა ბოლო პერიოდში COVID გარდაცვალების შემთხვევების მოკლე ანალიზი, რომელმაც აჩვენა, რომ უმეტეს შემთხვევებში პაციენტების გარდაცვალება გამოწვეულია კლინიკებში დაგვიანებული მიმართვით, როცა პაციენტის მდგომარეობა უკვე იმდენად მძიმეა, რომ მისი გადარჩენა ყოველთვის ვერ ხერხდება.

"ბოლო პერიოდში მთელ მსოფლიოში აღინიშნება COVID ახალი შემთხვევების და მისგან გამოწვეული სიკვდილობის ზრდა. რიგ ქვეყნებში უკვე დაიწყო ან იწყება ე.წ. მესამე ტალღა. საქართველო ვაქცინაციის გვიან დაწყების მიუხედავად პანდემიის სწორი მენეჯმენტით დღემდე ინარჩუნებს ახალი შემთხვევების და განსაკუთრებით გარდაცვალების ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს, მაგრამ ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაშიც აღინიშნება COVID ახალი შემთხვევების ზრდის ტენდენცია.

თუ მისი შეჩერება ვერ მოხერხდა, მთლიანად ქვეყანა და პირველ რიგში კლინიკური სექტორი დადგება ახალი სერიოზული გამოწვევის წინაშე. შესაბამისად, საჭიროა ახლავე მივიღოთ ზომები COVID-ით პაციენტების კლინიკური მართვის შემდგომი ოპტიმიზაციისთვის.

ჩვენ ჩავატარეთ ბოლო პერიოდში COVID გარდაცვალების შემთხვევების მოკლე ანალიზი, რომელმაც გვიჩვენა, რომ უმეტეს შემთხვევებში COVID პაციენტების გარდაცვალება გამოწვეულია COVID კლინიკებში დაგვიანებული მომართვით, როცა პაციენტის მდგომარეობა უკვე იმდენად მძიმეა, რომ მისი გადარჩენა ყოველთვის ვერ ხერხდება.

COVID კლინიკებში დაგვიანებული მომართვა ხდება ან თვითონ პაციენტის მიზეზით (უფრო ხშირად) ან სამედიცინო პერსონალის (სასწრაფო დახმარების ან ოჯახის ექიმი) მიზეზით (გაცილებით იშვიათად).

პაციენტი COVID-ზე საეჭვო სიმპტომებით არ იკეთებს ან დაგვიანებით იკეთებს COVID-ზე ტესტირებას.

პაციენტი, რომელმაც იცის COVID ტესტის დადებითი პასუხი, არ მიმართავს ექიმს და ცდილობს თვითმკურნალობას, სანამ ძალიან არ დამძიმდება.

ოჯახის ან საწრაფოს დახმარების ექიმის რეკომენდაციის მიუხედავად, პაციენტი კატეგორიულად უარს ამბობს ჰოსპიტალიზაციაზე, სანამ მისი მდგომარეობა უკიდურესად არ დამძიმდება.

იშვიათად ოჯახის ან საწრაფო დახმარების ექიმი ვერ აფასებს სათანადოდ დაავადების სიმძიმეს და დაგვიანებით ახდენს პაციენტის ჰოსპიტალიზაციას”, - წერს ცერცვაძე.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ოსტატების რეესტრი კულტურის სამინისტროში - წულუკიანის ახალი ინიციატივა
ოკუპანტებისგან სისტემატიური ცემის გამო 2 დღის წინ კომაში ჩავარდა - რამაზ ბეღელური სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
რა სამწუხაროა, რომ ნიკას ციხეში ყოფნის დროს ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერი უხამსად მხოლოდ “ერთ ადგილზე” საუბრობს - დეკანოიძე
შუადღის ძილის სანაცვლოდ, კომპანია ნებიესმიერ მსურველს 1 500 დოლარს გადაუხდის და ეს შესაძლოა საქართველოდანაც მოახერხოთ
დიდ დიღომში, მაცხოვრებელმა სახლში მორიელი იპოვა (ფოტო)
უსაყვარლესი ისტორია: 79 წლის კაცი სილამაზის სკოლაში დადის, რათა ცოლს თმის დახვევაში დაეხმაროს (ფოტო)
ინფიცირების მატების ტენდენცია არის, მაგრამ კატასტროფული მაჩვენებლები არ არის - ეზუგბაია
მოგვიმატონ ხელფასები და გააუმჯობესონ სამუშაო პირობები - ოზურგეთში წისქვილკომბინატის საწარმოს მუშები გაიფიცნენ
ინფექციურ საავადმყოფოში "ასტრაზენეკას" ვაქცინით 4 500-მდე პირი აიცრა - მარინა ეზუგბაია
ყვარელში მომხდარი სისხლიანი გარჩევა - თანასოფლელის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
რუსთავის ციხეში ნიკა მელიას ოპოზიციის ლიდერები შეხვდებიან
ზოგი აცრილი გათამამდა და ჰგონია, რომ... - პაატა იმნაძე
პრეზიდენტი დღეს მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციას შეხვდება
საქართველოში ინდური შტამი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42