ქართველი ფოტოხელოვანის დიდი აღიარება - ბაკურ თვრინელის ნამუშევრები გერმანულ PURPLEHAZE-ში გამოქვეყნდა
კულტურა - 14:33, 15 Apr, 2021     1913

მოდისა და ხელოვნების პოპულარულმა გერმანულმა ჟურნალმა PURPLEHAZE, რომელიც ახალგაზრდა თანამედროვე ხელოვნებისა და მოდის ინდუსტრიის წარმოჩენას და პოპულარიზაციას ემსახურება, ქართველი ფოტოგრაფის ბაკურ თვრინელის ედიტორიალის "Ultra-Marine" ვებვერსია გამოაქვეყნა.

ჟურნალის, რომელის ბეჭვდური ვარიანტი 300 გვერდიანია და წელიწადში ორჯერ - გაზაფხულზე და შემოდგომაზე გამოდის „Bakur Tvrineli "Ultra-Marine", art editorial“-ის ბეჭვდურ ვერსიას მსოფლიო სახელოვნებო წრეებს მაისის ბოლოს შესთავაზებს.

„ფოტოსერია “ულტრა-მარინი”- ბრიტანელი არტისტის ალექს ფოქსტონის მიერ შექმნილი ფერწერული ნამუშევრების ჩვენეული გარდაქმნაა. მხატვარი იკვლევს მამაკაცის სხეულს და უტრირებული ფორმებისა და პასტელური ფერების შერწყმით, რომლებიც ერთი შეხედვით ურთიერთსაპირისპიროა, ქმნის ახალ, უნიკალურ ვიზუალს. სწორედ მისი გამოსახვის ამ სტილმა აღგვაფრთოვანა და მოგვცა ბიძგი შეგვექმნა ფოტოსერია მის რამდენიმე ნამუშევარზე დაყრდნობით - ნახატების ამავე სახელწოდების სერიიდან “ულტრა-მარინი”. გმირების მელანქოლიური ხასიათი და მკვეთრი ფერთა გამა გახდა ჩვენთვის კვლევის საგანი“, - ამბობს ფოტოგრაფი ბაკურ თვრინელი.

ნამუშევრებში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ხასიათი და დეტალები, რომელიც უნისონშია ალექს ფოქსტონის ნამუშევრებთან.

„ვეცადეთ გვეპოვა ისეთი გარეგნობის მქონე რეალური ადამიანები, რომელთა დახმარებითაც ზუსტად გადმოვცემდით ალექს ფოქსტონის ნამუშევრებში არსებული გმირების ხასიათს. გრიმის ხელოვნებით, ფერთა კომბინაციით, სხვადასხვა სახის განათებითა და ჩვენი შტრიხების დამატებით მივედით ამ შედეგამდე“, - განუცხადა NATION-ს პროექტის დირექტორმა ელენე ბახტაძემ.

ელენე ბახტაძე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ბაკურ თვრინელის ნამუშევრების მიმართ თავად ალექს ფოქსტონის დამოკიდებულებაზე.

„როდესაც მას ჩვენი ფოტოები გავუგზავნეთ დაძაბული ველოდოით პასუხს და ძალიან მოკლე დროში ვიღებთ მისგან შეტყობინებას: WOW! Thank you so much for this tribute.I'm truly touched. your attention to detail is amazing! Congratulations. It must have taken you hours to prepare each one. Thank you so much for sending this. All the very best. Alex. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი სტიმულია. ამის გაგრძელება გახლდათ თანამედროვე ხელოვნებისა და მოდის სფეროში მსოფლიოში აღიარებული გერმანული გამოცემის, PURPLEHAZE-ს დაინტერესება. მგონი ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც სახელოვნებო ჟურნალი, რომელიც მსოფლიოში ვრცელდება და მის ყოველ ნომერს მოუთმენლად ელიან სპეციალისტები, ასეთ ყურადღებას უთმობს ქართველი ფოტოხელოვანის ნამუშევრებს. მადლობა ყველას ვინც პროექტში მონაწილეობდა და განსაკუთრებით ბაკურ თვრინელს, რომელმაც მართლაც ვირტუოზულად იმუშავა“, - განაცხადა ელენე ბახტაძე.

პროექტი: ULTRA-MARINE

Photography: Bakur Tvrineli @tvrineli

Art direction: Elene Bakhatdze @elenebakhtadze

Make-up artist: Ana Bakhtadze @bakhtadzeana

Models: Shota Natadze @shonat1107 Anton Paresishvili @antonparesishvili Alexander Miqeladze @alexandermiqeladze

PURPLEHAZE ვრცელდება მსოფლიოში, მას საპატიო ადგილი უკავია გერმანიისა და ბრიტანეთის სხვადასხვა მნიშვნელოვან სახელოვნებო ცენტრებში, მათ შორის ბერილინის თანამედროვე ხელოვნების გალერეში - HAZEGALLERY.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
რა სამწუხაროა, რომ ნიკას ციხეში ყოფნის დროს ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერი უხამსად მხოლოდ “ერთ ადგილზე” საუბრობს - დეკანოიძე
შუადღის ძილის სანაცვლოდ, კომპანია ნებიესმიერ მსურველს 1 500 დოლარს გადაუხდის და ეს შესაძლოა საქართველოდანაც მოახერხოთ
დიდ დიღომში, მაცხოვრებელმა სახლში მორიელი იპოვა (ფოტო)
უსაყვარლესი ისტორია: 79 წლის კაცი სილამაზის სკოლაში დადის, რათა ცოლს თმის დახვევაში დაეხმაროს (ფოტო)
ინფიცირების მატების ტენდენცია არის, მაგრამ კატასტროფული მაჩვენებლები არ არის - ეზუგბაია
მოგვიმატონ ხელფასები და გააუმჯობესონ სამუშაო პირობები - ოზურგეთში წისქვილკომბინატის საწარმოს მუშები გაიფიცნენ
ინფექციურ საავადმყოფოში "ასტრაზენეკას" ვაქცინით 4 500-მდე პირი აიცრა - მარინა ეზუგბაია
ყვარელში მომხდარი სისხლიანი გარჩევა - თანასოფლელის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
რუსთავის ციხეში ნიკა მელიას ოპოზიციის ლიდერები შეხვდებიან
ზოგი აცრილი გათამამდა და ჰგონია, რომ... - პაატა იმნაძე
პრეზიდენტი დღეს მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციას შეხვდება
საქართველოში ინდური შტამი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა
მოსწავლეების ტერორი და ჩაგვრა ადიგენის სკოლაში - პოლიციამ საქმეზე გამოკითხვა დაიწყო
20 გარდაცვლილი და 1 806 ინფიცირებული ერთ დღე-ღამეში - კორონავირუსის უახლესი სტატისტიკა
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42