ფონიჭალის ნარკოკარტელი - “ჰეროინით“ ვაჭრობისა და 2 მილიონი შავი ფულის განაღდების სქემა ტოტალიზატორებით
სამართალი - 18:51, 01 May, 2021     3400

სასამართლომ ფონიჭალაში ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინით“ შეძენა-შენახვა-გასაღებასა და 2 მილიონზე მეტი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებული 4 პირი დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დ.ჯ., ფ.ბ., ა.მ. და შ.ვ. 2019-2020 წლებში სოფელ ფონიჭალაში სისტემატიურად ახორციელებდნენ ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ უკანონო შეძენას, დაფასოებასა და რეალიზაციას.

„გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები კონკრეტულ ლოკაციებზე სარეალიზაციოდ გამზადებულ ნარკოტიკულ საშუალებებს ათავსებდნენ და მას შემდეგ, რაც ნარკოტიკული ნივთიერების შესაძენი თანხა დისტანციურად, ონლაინტოტალიზატორების ანგარიშებზე ჩაირიცხებოდა, კლიენტები ტელეფონის მეშვეობით მითითებულ ადგილებზე მიჰყავდათ.

სისტემატიური ნარკოვაჭრობის შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის ანგარიშებზე 2 მილიონ ლარზე მეტი უკანონო შემოსავალი იქნა მიღებული. თანხის წარმომავლობის დამალვისა და ლეგალიზაციის მიზნით, ჯგუფის წევრებს გარკვეული პერიოდულობით ჩარიცხული თანხები ანგარიშიდან გადაჰქონდათ ე.წ. ,,თამაშებში“ და მცირე გათამაშებას ახორციელებდნენ, რის შემდგომაც თანხა უკან ბრუნდებოდა და მისი განაღდება როგორც ტოტალიზატორის სალაროებიდან, ისე ე.წ. „ზერო ბარათების“ გამოყენებით, სხვადასხვა ბანკომატიდან ხდებოდა. ასევე დ.ჯ., ფ.ბ., ა.მ. და შ.ვ. ნარკოტიკებით ვაჭრობის შედეგად მიღებული უკანონო შემოსავლებით უძრავ-მოძრავი ქონების შეძენას ახდენდნენ.

დ.ჯ.-ს, ფ.ბ.-ს, ა.მ.-სა და შ.ვ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) და 194-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ“ - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ქურდიანის ქუჩაზე მოსასვენებელი სივრცე მოეწყო
"ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტში 20 ივნისის ღამის ამსახველი ფოტოები გააკრა
სამშენებლო და სარემონტო მასალების შეძენა "ნოვას" მასშტაბურ ციფრულ მაღაზიაში იქნება შესაძლებელი
მთავრობამ ბანკებისგან 35 მილიონი ლარი ისესხა
ულტიმატუმის ვადა იწურება - ზაზა გახელაძის მამა პრემიერ-მინისტრს შეხვდა
ვაძლიერებთ ლოცვებს!… კოვიდის მართვის ქართული ნოუ-ჰაუ … – ბიძინა კულუმბეგოვი
მის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება - NGO-ები მთავრობას მოუწოდებენ, ირაკლი ბებუას გათავისუფლების საკითხი ჟენევის ფორმატში განიხილონ
20 ივნისი არ არის და არ იქნება წარსული მანამ, სანამ თქვენი ხელისუფლების ერთი წარმომადგენელი მაინც იქნება ხელისუფლებაში - ანი წითლიძე
ძალიან მწვავე და უტიფარი ტყუილი ბრძანა ბატონმა მდინარაძემ - დეკანოიძე "ოცნების" ლიდერის ბრალდებებზე
მუნიციპალური ტრანსპორტი პირველი ივლისიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება
ფართო განხილვებამდე მოსამართლეების დანიშვნის პროცესი უნდა შეჩერდეს - დეგნანი
სპეცოპერაცია თბილისის ცენტრში - დაკავებულია ახალგაზრდა მამაკაცი
დააბრუნეთ კომენდანტი, სტუმარი წასვლას ვეღარ მიხვდება...აბა ვისი ქმარი აღარ იქნება 9 - ზე სახლში? - როგორ ეხმაურებიან სოციალურ ქსელში რეგულაციების შემსუბუქებას
ელისაშვილი ასტრაზენეკას დეფიციტზე: ვინმემ პასუხი არ უნდა აგოს? თუ მანდაც ენმ მოვიდა, ის დოზები მოიპარა და დამალა?
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42