ყველა ოპერატორი დაკავებულია - "ადამიანის უფლებათა ცენტრის" კვლევა
საზოგადოება - 09:56, 03 May, 2021     1296

"ადამიანის უფლებათა ცენტრმა" ცხელი ხაზის - 144-ის საქმიანობა შეისწავლა. პანდემიის დროს სწორედ ამ ცხელი ხაზმა უნდა მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია დაინტერესებულ ადამიანებს.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ ცხელი ხაზის ოპერატორთან დაკავშირება ჭირს, ხშირად კი მოქალაქეებს გადაადგილების საშვის გაცემაზე უარს, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე ეუბნებიან.

"ამჟამად ყველა ოპერატორი დაკავებულია. მადლობას გიხდით მოთმინებისთვის" - ეს არის ფრაზა, რომელსაც მოქალაქეები ყველაზე ხშირად ისმენენ. ორგანიზაცია წერს, რომ საშვის გაცემაზე უარი უთხრეს მოქალაქეს, რომელსაც აფთიაქში წამლის ყიდვა სჭირდებოდა, ერთ-ერთს კი სახლიდან გასვლის უფლება მისცეს, თუმცა უკან დაბრუნების აღარ.

"მამა უარს ამბობდა საავადმყოფოში გადაყვანაზე. როგორც იქნა, დავითანხმე, ოღონდ - იმ პირობით, რომ საავადმყოფოში მეც მივიდოდი. ზუსტად 26 წუთის განმავლობაში ვუხსნიდი 144-1-ის ოპერატორს, რატომ იყო საავადმყოფოში გადაყვანილ ავადმყოფ მამასთან ჩემი ყოფნა საჭირო. როგორც იქნა, მომცეს ნახევარსაათიანი საშვი. ახსნა-განმარტება დამჭირდა იმისთვის, რომ ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში გასასვლელად ნახევარი საათი არ მეყოფოდა. საშვი კიდევ ნახევარი საათით გამიგრძელეს, მაგრამ მითხრეს, რომ უკან დაბრუნების ნებართვას ვეღარ მომცემდნენ და საავადმყოფოში უნდა დავრჩენილიყავი. ესეც არ არის ყველაფერი. საშვი არ მისცეს ჩემს დას, რომელიც ცალკე ცხოვრობს და მამის სანახავად ითხოვდა წამოსვლას - უთხრეს, რომ ოჯახის ერთ წევრზე უკვე გაცემული იყო საშვი და ეს სრულიად საკმარისი იყო. მაშინ, როცა მამა იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში, 144-1-მა ოჯახის წევრებს ერთად ყოფნის უფლება არ მოგვცა" - ამბობს ნონა.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საღამოს 9 საათიდან დილის 5:00 საათამდე აკრძალულია როგორც ფეხით, ისე მანქანით მოძრაობა. არაერთი მოთხოვნის, აქციისა თუ პროტესტის მიუხედავად ეს შეზღუდვა არ შემსუბუქებულა.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
რა სამწუხაროა, რომ ნიკას ციხეში ყოფნის დროს ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერი უხამსად მხოლოდ “ერთ ადგილზე” საუბრობს - დეკანოიძე
შუადღის ძილის სანაცვლოდ, კომპანია ნებიესმიერ მსურველს 1 500 დოლარს გადაუხდის და ეს შესაძლოა საქართველოდანაც მოახერხოთ
დიდ დიღომში, მაცხოვრებელმა სახლში მორიელი იპოვა (ფოტო)
უსაყვარლესი ისტორია: 79 წლის კაცი სილამაზის სკოლაში დადის, რათა ცოლს თმის დახვევაში დაეხმაროს (ფოტო)
ინფიცირების მატების ტენდენცია არის, მაგრამ კატასტროფული მაჩვენებლები არ არის - ეზუგბაია
მოგვიმატონ ხელფასები და გააუმჯობესონ სამუშაო პირობები - ოზურგეთში წისქვილკომბინატის საწარმოს მუშები გაიფიცნენ
ინფექციურ საავადმყოფოში "ასტრაზენეკას" ვაქცინით 4 500-მდე პირი აიცრა - მარინა ეზუგბაია
ყვარელში მომხდარი სისხლიანი გარჩევა - თანასოფლელის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
რუსთავის ციხეში ნიკა მელიას ოპოზიციის ლიდერები შეხვდებიან
ზოგი აცრილი გათამამდა და ჰგონია, რომ... - პაატა იმნაძე
პრეზიდენტი დღეს მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციას შეხვდება
საქართველოში ინდური შტამი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა
მოსწავლეების ტერორი და ჩაგვრა ადიგენის სკოლაში - პოლიციამ საქმეზე გამოკითხვა დაიწყო
20 გარდაცვლილი და 1 806 ინფიცირებული ერთ დღე-ღამეში - კორონავირუსის უახლესი სტატისტიკა
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42