"ეს დარბაზი სულს უხუთავს მილიონზე მეტ მოქალაქეს, რადგან ის იქცა დამონების, ხალხის გაღარიბების, არჩევნების გაყალბების სიმბოლოდ" - ნიკა მელია
პოლიტიკა - 19:34, 09 Jun, 2021     542

საპარლამენტო ტრიბუნიდან ენმ-ს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ მმართველ გუნდს მიმართა და უთხრა, რომ ეს პარლამენტი ქართულ საზოგადოებას სულს უხუთავს, ზუსტად ისე, როგორც მას უხუთავდა სულს ის სამაჯური, რომელიც მოიხსნა. მელიას თქმით, ოცნება ძალიან ცუდად გამოიყურება, როდესაც გუშინდელ მეგობრებს დღეს ღალატობს და ლანძღავს:

"როგორც მე მიხუთავდა სულს ის სამაჯური, რომელიც მოვიხსენი, საზოგადოების დიდ ნაწილს ზუსტად ისე უხუთავს სულს ეს პარლამენტი. ამიტომ, არჩევანი არის მარტივი. ეს ადამიანები საუბრობენ ამნისტიაზე, თითქოს გადააქვთ აქცენტი, რის გამო დაიწყო ის ანტისაოკუპაციო აქციები, აი აქ, სადაც ზვიად გამსახურდიამ ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რუსი გავრილოვი დააყენეთ და ხალხი აღშფოთდა სპონტანურად, ახლა ამის მივიწყებას ცდილობთ და რაღაც დეტალებზე საუბრობთ. ხვალაც იგივეს გააკეთებთ? იგივენაირად მოვიქცევით, სანამ პირში სული გვიდგას, აუცილებლად იყავით დარწმუნებულები, რომ მშვიდი პოლიტიკური ცხოვრება არ გეღირსებათ. ძალიან ცუდად გამოიყურებით, როდესაც გუშინდელ მეგობრებს ღალატობთ და ლანძღავთ" - განაცხადა ნიკა მელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ქურდიანის ქუჩაზე მოსასვენებელი სივრცე მოეწყო
"ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტში 20 ივნისის ღამის ამსახველი ფოტოები გააკრა
სამშენებლო და სარემონტო მასალების შეძენა "ნოვას" მასშტაბურ ციფრულ მაღაზიაში იქნება შესაძლებელი
მთავრობამ ბანკებისგან 35 მილიონი ლარი ისესხა
ულტიმატუმის ვადა იწურება - ზაზა გახელაძის მამა პრემიერ-მინისტრს შეხვდა
ვაძლიერებთ ლოცვებს!… კოვიდის მართვის ქართული ნოუ-ჰაუ … – ბიძინა კულუმბეგოვი
მის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება - NGO-ები მთავრობას მოუწოდებენ, ირაკლი ბებუას გათავისუფლების საკითხი ჟენევის ფორმატში განიხილონ
20 ივნისი არ არის და არ იქნება წარსული მანამ, სანამ თქვენი ხელისუფლების ერთი წარმომადგენელი მაინც იქნება ხელისუფლებაში - ანი წითლიძე
ძალიან მწვავე და უტიფარი ტყუილი ბრძანა ბატონმა მდინარაძემ - დეკანოიძე "ოცნების" ლიდერის ბრალდებებზე
მუნიციპალური ტრანსპორტი პირველი ივლისიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება
ფართო განხილვებამდე მოსამართლეების დანიშვნის პროცესი უნდა შეჩერდეს - დეგნანი
სპეცოპერაცია თბილისის ცენტრში - დაკავებულია ახალგაზრდა მამაკაცი
დააბრუნეთ კომენდანტი, სტუმარი წასვლას ვეღარ მიხვდება...აბა ვისი ქმარი აღარ იქნება 9 - ზე სახლში? - როგორ ეხმაურებიან სოციალურ ქსელში რეგულაციების შემსუბუქებას
ელისაშვილი ასტრაზენეკას დეფიციტზე: ვინმემ პასუხი არ უნდა აგოს? თუ მანდაც ენმ მოვიდა, ის დოზები მოიპარა და დამალა?
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42