პროკურატურა მოწმეების ვინაობას ისევ არ ამხელს - საქალაქო სასამართლოში მელიას პროცესი მიმდინარეობს
პოლიტიკა - 13:29, 10 Jun, 2021     432

საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას მომდევნო პროცესი მიმდინარეობს. სხდომის დაწყებამდე ენმ-ს თავმჯდომარის უფლებადამცველებს ისევ არ ჰქონდათ ცნობები მოწმეთა ვინაობის შესახებ, რაც მათ შეთანხმებას ეწინააღმდეგება.

მელიას ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი ვარაუდობს, რომ პროკურატურას ასეთი დავალება მისცეს და ამიტომ არ ამხელს იმ პირთა ვინაობას, ვის გამოკითხვასაც გეგმავენ:

"გრძელდება ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოკვლევა, სამწუხაროდ, ცოცხალი თავით პროკურატურა არ ამხელს მოწმეების ვინაობას, არღვევს შეთანხმებას დაცვის მხარესთან და არ გვეუბნება რამდენიმე საათით ადრე კონკრეტულად რომელი მტკიცებულების გამოკვლევას ვაპირებთ დღევანდელ პროცესზე, ესაა სამწუხარო, როგორც ჩანს მათ აქვთ მსგავსი მითითება", - განაცხადა კონდახაშვილმა.

წინა პროცესზე გამოძიებამ თავისი "ოქროს მოწმე", "პოსტივის" ჟურნალისტი ნათია ბერიძე დაკითხა, რომელმაც განაცხადა, რომ კარგად ესმოდა, როგორ გეგმავდა ნიკა მელია რევოლუციის მოწყობას პარლამენტში შევარდნით, თუმცა მის მიერ გადაღებული უწყვეტი ვიდეოს მიხედვით, ასეთი ფრაზა მელიას მხრიდან არ გაჟღერებულა.

ბერიძესთან ერთად პროკურატურამ რამდენიმე სამართალდამცველი დაკითხა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
(ვიდეო)"სანდრო 5 წლის იყო, როდესაც მამა მოუკლეს…არ ვიცოდი როგორ უნდა გამეზარდა მარტოს ბავშვი“ - ხათუნა ჩხაიძე ცხოვრების ყველაზე ტრაგიკულ პერიოდზე
აკაკი მინაშვილი: სასამართლოს დამოუკიდებლობა გვჭირდება იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში იყოს თავისუფლება და სამართლიანობა
რეგულირების სააგენტომ ვადაგასული წამლების რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
ქურდიანის ქუჩაზე მოსასვენებელი სივრცე მოეწყო
"ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტში 20 ივნისის ღამის ამსახველი ფოტოები გააკრა
სამშენებლო და სარემონტო მასალების შეძენა "ნოვას" მასშტაბურ ციფრულ მაღაზიაში იქნება შესაძლებელი
მთავრობამ ბანკებისგან 35 მილიონი ლარი ისესხა
ულტიმატუმის ვადა იწურება - ზაზა გახელაძის მამა პრემიერ-მინისტრს შეხვდა
ვაძლიერებთ ლოცვებს!… კოვიდის მართვის ქართული ნოუ-ჰაუ … – ბიძინა კულუმბეგოვი
მის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება - NGO-ები მთავრობას მოუწოდებენ, ირაკლი ბებუას გათავისუფლების საკითხი ჟენევის ფორმატში განიხილონ
20 ივნისი არ არის და არ იქნება წარსული მანამ, სანამ თქვენი ხელისუფლების ერთი წარმომადგენელი მაინც იქნება ხელისუფლებაში - ანი წითლიძე
ძალიან მწვავე და უტიფარი ტყუილი ბრძანა ბატონმა მდინარაძემ - დეკანოიძე "ოცნების" ლიდერის ბრალდებებზე
მუნიციპალური ტრანსპორტი პირველი ივლისიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება
ფართო განხილვებამდე მოსამართლეების დანიშვნის პროცესი უნდა შეჩერდეს - დეგნანი
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42