მილიარდიანი ბიუჯეტი და კრიზისი განათლების სისტემაში: რატომ ასწავლიან სკოლაში პიანინოზე დაკვრას დახატული კლავიშებით - "ველოდები, შემდეგი ნაბიჯი დახატული კლავიატურა იქნება"
პოლიტიკა - 22:35, 17 Jun, 2021     2076
ოზურგეთის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეებს პიანინოზე დაკვრას დახატულ კლავიშებზე ასწავლიან - ეს ხდება 21-ე საუკუნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც წესით, ბავშვებს ყველა საჭირო პირობა უნდა ჰქონდეთ განათლების სრულფასოვნად მიღებისა და ხელოვნების განვითარებისთვის.

ვიდეომ, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ინტერნეტ-მომხმარებლებს ქუთაისის ცურვის გაკვეთილები გაახსენა, სადაც ბავშვებს ცურვას აუზისა და წყლის გარეშე, თეორიულად ასწავლიდნენ.

განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი პრობლემას ხელისუფლების მომავალი თაობების მიმართ დამოკიდებულებაში ხედავს და აცხადებს, რომ "ოცნება" განათლებაში ფულისა და რესურსის ჩადების ნაცვლად, საკუთარი კომფორტის მოწყობაზე ზრუნავს:
"ეს ფაქტი იქნებოდა სასაცილო, რომ არ იყოს სატირალი. არც ერთ მეთოდოლოგიაში არ წერია, რომ ასეთი მეთოდით 21-ე საუკუნეში შეგიძლია ისწავლო მუსიკა და დაკვრა. მე საერთოდ ველოდები, რომ "ქართული ოცნების" ხელში განათლების სისტემის შემდეგი ნაბიჯი იქნება კომპიუტერული მოწყობილობების დადგმის ნაცვლად, ეკრანსა და კლავიატურას დაუხატავენ ბავშებს და ისე შეასწავლიან ტექნოლოგიებს.
განათლების სისტემა, რომლის ბიუჯეტიც აღემატება ერთ მილიარდს, კორუფციის სრულ ჭაობშია, მისი წარმომადგენელი მაღალჩინოსნები, პანდემიის ფონზე განვითარებული პრობლემების მიუხედავად, ყიდულობენ ახალ მანქანებს, ძვირადღირებულ ავეჯს, იწერენ პრემიებს, ჩვენი განათლების სისტემა კი ჩამოდის უფრო და უფრო ქვემოთ. თუ 2012 წელს საქართველო განათლების განვითარების ტემპის დონით სამეულში შევდიოდით, ახლა ვართ განათლების სისტემის რეიტინგული სიის ბოლოში, რაც უზარმაზარი დარტყმა არის ჩვენი შვილების მომავლისთვის.
ქართული ოცნება დაკავებულია ვალების აღებით, რომლებიც ჩვენი შვილების გადასახდელია და ამავდროულად ყველაფერს აკეთებს, რომ მათ მომავალი არ ჰქონდეთ. რაც ჩვენ ვნახეთ, ეს არის სიმბოლო "ქართული ოცნების"

განათლების სისტემის" - აღნიშნა დიმიტრი შაშკინმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
იდიოტს რომ აყვები, უარესი იდიოტი ხარ... ეს მე მეხება და ჩემი ჭკუაც მოვტ..ან - რას წერს ისტორიკოსი გუგა სამხარაძე
როგორ გამოეხმაურა გია ხუხაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს
ქუჩები, სადაც 4 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
"ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე" - პრეზიდენტი
საყიდელი პროდუქტების სია დამავიწყდა და სუსში დავრეკე, ძალიან დამეხმარნენ - ფადი ასლი
შესაძლოა, საქართველოში შარლ მიშელის ახალი წარმომადგენელი ჩამოვიდეს
ხანძარი ათენში - კვამლის ღრუბლები საბერძნეთის დედაქალაქის თავზე (ვიდეო)
საუბრისას არ გამოიყენოთ WI-FI - ნიკა გვარამიას გაფრთხილება
"ქიმიოთერაპია მიტარდება... ჩემს დაავადებას ჰქვია AL ტიპის ამილოიდოზი" - ლევან ვასაძე
ცესკო-მ თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანდიდატი აირჩია
თევდორე მღვდლის ქუჩის N13-ში ავარიული სახლის გამაგრება მიმდინარეობს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა - სებ-მა ახალი კურსი დაადგინა
ღარიბაშვილი მედიას: ყველა თქვენს დაძახილზე კომენტარს ვერ გავაკეთებ
ღარიბაშვილი: სუს-ი, პოლიცია - ყველა ახორციელებს კანონით დადგენილ მოსმენებს
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42