თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და ანალიტიკურ ორგანიზაცია "ჯეოქეისს“ შორის
ბიზნესი & ეკონომიკა - 10:32, 22 Jun, 2021     356

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ანალიტიკურ ორგანიზაცია „ჯეოქეისს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და „ჯეოქეისის“ ხელმძღვანელმა ვიქტორ ყიფიანმა მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ერთობლივ აკადემიურ და სამეცნიერო კვლევით პროექტებს განახორციელებენ, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. ერთობლივად ჩაატარებენ სემინარებს, კონფერენციებს, სიმპოზიუმებს, ვორქშოპებს და სხვა სამეცნიერო ღონისძიებებს. ამასთან, თსუ პროფესორები საექსპერტო ანალიზსა და შეფასებებში ჩაერთვებიან. თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ სტუდენტების საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაზრდას შეუწყობს ხელს.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძით თქმით, ანალიტიკურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია და ამ პროცესებში აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულები პროფესორები და სტუდენტები. ანალიტიკურ ორგანიზაციაჯეოქეისთანხანგრძლივი თანამშრომლობა გვაკავშირებს. დღეს მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს გავეცანით ისეთ საინტერესო საკითხებზე, როგორიც არის: სოციალური მიმართულება, ჯანდაცვა, განათლება, კიბერუსაფრთხოება. ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და ამ პროცესებში აქტიურად იქნებიან ჩართულები ჩვენი პროფესურა და სტუდენტები,“ - განაცხადა თსუ რექტორმა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის ვიქტორ ყიფიანის ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში, ორივე მხარეს სამეცნიერო კვლევების განხორციელების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება. „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესურას ჩვენი სარეკომენდაციო პაკეტი წარვუდგინეთ. ჩვენი ამოცანაა განათლება, ცოდნა, კვლევა კიდევ მეტად დაფასდეს, რათა ქვეყანაში მეტი კვალიფიციური კადრი გვყავდეს,“ - აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.

ღონისძიებაზე ანალიტიკურმა ორგანიზაცია „ჯეოქეისმა“ ჩატარებული კვლევების შედეგებიც წარადგინა. როგორც თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა თამარ ზარანდიამ განაცხადა, წარმოდგენილი კვლევები ძალიან მნიშვნელოვანია, ის ეხება სხვადასხვა სექტორს, მათ შორის განათლების, უსაფრთხოების, ასევე ჯანდაცვის სფეროებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კვლევების შედეგების პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ეს იყო ჯერჯერობით პირველი შეხვედრა. მომავალში ჩვენი აკადემიური გუნდი ამ ტიპის საკითხების კვლევასა და შემდგომ განხილვაში ჩაერთვება,“ - აღნიშნა თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
იდიოტს რომ აყვები, უარესი იდიოტი ხარ... ეს მე მეხება და ჩემი ჭკუაც მოვტ..ან - რას წერს ისტორიკოსი გუგა სამხარაძე
როგორ გამოეხმაურა გია ხუხაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს
ქუჩები, სადაც 4 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
"ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე" - პრეზიდენტი
საყიდელი პროდუქტების სია დამავიწყდა და სუსში დავრეკე, ძალიან დამეხმარნენ - ფადი ასლი
შესაძლოა, საქართველოში შარლ მიშელის ახალი წარმომადგენელი ჩამოვიდეს
ხანძარი ათენში - კვამლის ღრუბლები საბერძნეთის დედაქალაქის თავზე (ვიდეო)
საუბრისას არ გამოიყენოთ WI-FI - ნიკა გვარამიას გაფრთხილება
"ქიმიოთერაპია მიტარდება... ჩემს დაავადებას ჰქვია AL ტიპის ამილოიდოზი" - ლევან ვასაძე
ცესკო-მ თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანდიდატი აირჩია
თევდორე მღვდლის ქუჩის N13-ში ავარიული სახლის გამაგრება მიმდინარეობს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა - სებ-მა ახალი კურსი დაადგინა
ღარიბაშვილი მედიას: ყველა თქვენს დაძახილზე კომენტარს ვერ გავაკეთებ
ღარიბაშვილი: სუს-ი, პოლიცია - ყველა ახორციელებს კანონით დადგენილ მოსმენებს
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42