ფართო განხილვებამდე მოსამართლეების დანიშვნის პროცესი უნდა შეჩერდეს - დეგნანი
პოლიტიკა - 13:45, 22 Jun, 2021     363

ამერიკის შეერთებლი შტატების ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ ფართო დებატემამდე მოსამართლეების დანიშვნის პროცესი უნდა შეჩერდეს და მისივე თქმით, ეს 19 აპრილის შეთანხმებით არის განსაზღვრული.

"ჩემ მოწოდებებზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, არის ის ვალდებულება, რაც პოლიტიკურმა პარტიებმა აიღეს 19 აპრილის შეთანხმებით. აქ არის განსაზღვრული ის, რომ უნდა მოხდეს ნებისმიერი დანიშვნის შეჩერება, სანამ არ იქნება მიღებული რეფორმები სასამართლო სისტემის გასაუმჯობესებლად, ხოლო ამისთვის აუცილებელია ინკლუზიური ფართო დებატები და დისკუსია, რა სახის სასამართლო რეფორმა უნდა განხორციელდეს. სანამ ასეთი დებატები და ფართო განხილვები მოხდება, მანამდე რა თქმა უნდა, უნდა შეჩერდეს ეს პროცესი. საქართველოს კონსტიტიცია ამბობს, რომ სასამართლო სისტემა უნდა იყოს დამოუკიდებელი", - თქვა აშშ-ის ელჩმა.

როგორც დეგნანმა აღნიშნა, ეს არის პირობა ქართველი ხალხის მიმართ, შესაბამისად, პარლამენტმა უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულება და კონსტიტუციის მოთხოვნის თანახმად იმოქმედოს.

"როგორც შეთანხმებაში იყო მოცემული, პირველ რიგში, უნდა შეფასდეს ის მიღწეული, განხორციელებული რეფორმები, შემდგომ გაიმართოს დებატები და მსჯელობა ამ საკითხზე იმისათვის, რომ საქართველოს მოსახლეობა იყოს დარწმუნებული, რომ სასამართლო სისტემა იყოს ძლიერი. ისეთი ძლიერი და დამოუკიდებელი, როგორსაც ამას კონსტიტუცია მოითხოვს. შესაბამისად, ეს საკითხები ყველამ უნდა მიიღოს ძალიან სერიოზულად. მე ადრეც აღვნიშნე, რომ ის შეფასება, თითქოს მოსამართლეების დანიშვნა არდანიშვნა გამოიწვევს სისტემის ამ ეტაპზე ჩამოშლას, ეს ასე არ არის, იმიტომ რომ სასამართლოს ჰყავს საკმარისი რაოდენობა მოსამართლეების და სრულიად შესაძლებელია, რომ ამ პროცესის შეჩერება განხორციელდეს",-აცხადებს დეგნანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
იდიოტს რომ აყვები, უარესი იდიოტი ხარ... ეს მე მეხება და ჩემი ჭკუაც მოვტ..ან - რას წერს ისტორიკოსი გუგა სამხარაძე
როგორ გამოეხმაურა გია ხუხაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს
ქუჩები, სადაც 4 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
"ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე" - პრეზიდენტი
საყიდელი პროდუქტების სია დამავიწყდა და სუსში დავრეკე, ძალიან დამეხმარნენ - ფადი ასლი
შესაძლოა, საქართველოში შარლ მიშელის ახალი წარმომადგენელი ჩამოვიდეს
ხანძარი ათენში - კვამლის ღრუბლები საბერძნეთის დედაქალაქის თავზე (ვიდეო)
საუბრისას არ გამოიყენოთ WI-FI - ნიკა გვარამიას გაფრთხილება
"ქიმიოთერაპია მიტარდება... ჩემს დაავადებას ჰქვია AL ტიპის ამილოიდოზი" - ლევან ვასაძე
ცესკო-მ თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანდიდატი აირჩია
თევდორე მღვდლის ქუჩის N13-ში ავარიული სახლის გამაგრება მიმდინარეობს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა - სებ-მა ახალი კურსი დაადგინა
ღარიბაშვილი მედიას: ყველა თქვენს დაძახილზე კომენტარს ვერ გავაკეთებ
ღარიბაშვილი: სუს-ი, პოლიცია - ყველა ახორციელებს კანონით დადგენილ მოსმენებს
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42