ძალიან მწვავე და უტიფარი ტყუილი ბრძანა ბატონმა მდინარაძემ - დეკანოიძე "ოცნების" ლიდერის ბრალდებებზე
პოლიტიკა - 13:47, 22 Jun, 2021     575

ფრაქცია "ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს მამუკა მდინარაძეს პასუხობს და მის გუშინდელ განცხადებას უტიფარ ტყუილს უწოდებს. დეკანოიძის თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" 2008 წლის ომის საქმეზე მტკიცებულებები არავისთვის დაუმალავს და იმავე წელს ჩააყენეს საერთაშორისო პარტნიორები საქმის კურსში:

"რა თქმა უნდა, იქ სადაო პუნქტებია, მაგრამ პირველად მოხსენიებულია რუსეთის ოკუპაცია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით.

ისკანდერზეც უნდა ვთქვა - ძალიან მწვავე და უტიფარი ტყუილი ბრძანა ბატონმა მდინარაძემ, რომ დამალესო. არა - ჩვენ 2008 წელსვე ჩვენს პარტნიორებს გადავეცით, იმისთვის რომ ექსპერტიზა ჩატარებულიყო, რომ ნამდვილად ეს რუსეთი მიერ გამოყენებული უმძიმესი ლეტალური იარაღი იყო. ეს იყო იმ ადგილას, რომელიც ძალიან კარგად იცოდა ქართულმა ოცნებამ, შემდეგ უკვე მტკიცებულებებისთვის დასჭირდათ და გააგზავნეს. ეს არის სრული მტკნარი ტყუილი, არავის არაფერი დაუმალავს, უფრო მეტიც ჩვენ 2008 წელსვე ჩვენი პარტნიორები საქმის კურსში ჩავაყენეთ", - განაცხადა დეკანოძემ.

შეგახსენებთ, მამუკა მდინარაძემ გიორგი გაბუნიას გადაცემაში ენმ აგვისტოს ომის საქმეზე მტკიცებულებების დამალვაში დაადანაშაულა. მან ასევე თქვა, რომ პარტიამ ევროსაბჭოს რეზოლუციის იმ დოკუმენტს მოაწერა ხელი, რომელიც საომარ მოქმედებებში ქართულ მხარეს ადანაშაულებს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
იდიოტს რომ აყვები, უარესი იდიოტი ხარ... ეს მე მეხება და ჩემი ჭკუაც მოვტ..ან - რას წერს ისტორიკოსი გუგა სამხარაძე
როგორ გამოეხმაურა გია ხუხაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს
ქუჩები, სადაც 4 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
"ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე" - პრეზიდენტი
საყიდელი პროდუქტების სია დამავიწყდა და სუსში დავრეკე, ძალიან დამეხმარნენ - ფადი ასლი
შესაძლოა, საქართველოში შარლ მიშელის ახალი წარმომადგენელი ჩამოვიდეს
ხანძარი ათენში - კვამლის ღრუბლები საბერძნეთის დედაქალაქის თავზე (ვიდეო)
საუბრისას არ გამოიყენოთ WI-FI - ნიკა გვარამიას გაფრთხილება
"ქიმიოთერაპია მიტარდება... ჩემს დაავადებას ჰქვია AL ტიპის ამილოიდოზი" - ლევან ვასაძე
ცესკო-მ თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანდიდატი აირჩია
თევდორე მღვდლის ქუჩის N13-ში ავარიული სახლის გამაგრება მიმდინარეობს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა - სებ-მა ახალი კურსი დაადგინა
ღარიბაშვილი მედიას: ყველა თქვენს დაძახილზე კომენტარს ვერ გავაკეთებ
ღარიბაშვილი: სუს-ი, პოლიცია - ყველა ახორციელებს კანონით დადგენილ მოსმენებს
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42