იმედი გვაქვს, ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებთ რეფორმების მიმართულებით, არა ბრიუსელის გასახარად, არამედ თქვენივე ხალხის ინტერესების გათვალისწინებით - მიშელი
პოლიტიკა - 17:18, 19 Jul, 2021     607

ბათუმის 17-ე საერთაშორისო კონფერენციაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტის პირობა მისცა, რომ ევროკავშირი მუდამ მათი ერთგული პარტნიორი იქნება. როგორც მიშელმა განაცხადა, ბევრ საერთო გამოწვევას, როგორც ვიწროს, ისე გლობალურს, პოსტსაბჭოთა სამი ქვეყანა ევროკავშირის მხარდაჭერით გაუმკლავდება.

მიშელმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის წევრობისთვის ქვეყნები ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებენ და ეს პირველ რიგში მათი საზოგადოებისთვის უნდა მოხდეს:

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ შეხვედრაში ვიღებ მონაწილეობას. საქართველო, მოლდოვა და უკრაინა არიან დამოუკიდებელნი უკვე 30 წელია. ერთი თაობა, რომელიც განსაზღვრავს მომავალს და აშენებს საკუთარ სივრცეს კეთილდღეობის, თანამშრომლობის, ამ საერთო ფასეულობების საფუძველზე და ეს არ ყოფილა იოლი გზა.

ევროკავშირი თქვენთანაა, სრულ სოლიდარობას გიცხადებთ! აქ ჩვენ ვგულისხმობთ იმ გამოწვევებს, რომელიც ჩვენი საერთო მიზნისკენ გვინათებს გზას. ჩვენ გვაქვს საერთო დღის წესრიგი, საერთო მისწრაფებები, საჭიროებები. დეკემბერში კი ჩვენ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი გვექნება და თქვენ ყველას გპირდებით საჯაროდ, რომ ევროკავშირი დარჩება ძლიერ და სანდო პარტნიორად თქვენი ქვეყნებისთვის. იმედი გვაქვს, ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებთ რეფორმების მიმართულებით, არა ბრიუსელის გასახარად, არამედ თქვენივე ხალხის ინტერესების გათვალისწინებით.

დიდი გლობალური გამოწვევების წინაშე ვდგავართ კოვიდ 19-ის სახით. ყველამ ვიცით, რომ პანდემია გლობალური თანამშრომლობით თუ დაიძლევა. 2,9 მილიარდი ევროს მობილიზაცია მოვახდინეთ ამ კრიზისის დასაძლევად. ეს ძლიერი მხარდაჭერა ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი მხარდაჭერა. ევროკავშირი უმსხვილესი პარტნიორი და დონორია ვაქცინაციის პროცესში.

მეგობრებო, ჩვენ ბევრი სხვა გამოწვევის წინაშე ვიმყოფებით: ეკონომიკური ზრდა, კლიმატის ცვლილება, ციფრული გარდაქმნა იქნება, თუ ნებისმიერი სხვა. ასევე თანაბარი ინკლუზიური საზოგადოების შექმნა.

მეგობრებო, ჩვენ ვხედავთ, რომ ვიზალიბერალიზაციასაც თავისი სარგებელი აქვს - საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვასთვის. ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს უვიზო რეჟიმით მიმოსვლით“, - განაცხადა მიშელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
იდიოტს რომ აყვები, უარესი იდიოტი ხარ... ეს მე მეხება და ჩემი ჭკუაც მოვტ..ან - რას წერს ისტორიკოსი გუგა სამხარაძე
როგორ გამოეხმაურა გია ხუხაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს
ქუჩები, სადაც 4 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
"ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე" - პრეზიდენტი
საყიდელი პროდუქტების სია დამავიწყდა და სუსში დავრეკე, ძალიან დამეხმარნენ - ფადი ასლი
შესაძლოა, საქართველოში შარლ მიშელის ახალი წარმომადგენელი ჩამოვიდეს
ხანძარი ათენში - კვამლის ღრუბლები საბერძნეთის დედაქალაქის თავზე (ვიდეო)
საუბრისას არ გამოიყენოთ WI-FI - ნიკა გვარამიას გაფრთხილება
"ქიმიოთერაპია მიტარდება... ჩემს დაავადებას ჰქვია AL ტიპის ამილოიდოზი" - ლევან ვასაძე
ცესკო-მ თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანდიდატი აირჩია
თევდორე მღვდლის ქუჩის N13-ში ავარიული სახლის გამაგრება მიმდინარეობს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა - სებ-მა ახალი კურსი დაადგინა
ღარიბაშვილი მედიას: ყველა თქვენს დაძახილზე კომენტარს ვერ გავაკეთებ
ღარიბაშვილი: სუს-ი, პოლიცია - ყველა ახორციელებს კანონით დადგენილ მოსმენებს
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42