ნათია თურნავა რუსთავში კომპანია "ქართლი ტექსტილის" თანამშრომლების ვაქცინაციის პროცესს დაესწრო
პოლიტიკა - 16:53, 21 Jul, 2021     409

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი რუსთავში კომპანია „ქართლი ტექსტილის" თანამშრომლების ვაქცინაციის პროცესს დაესწრო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, „იმისთვის, რომ არ დავუშვათ ინფიცირების მაჩვენებლების სწრაფი ზრდა და შევინარჩუნოთ პოზიტიური ტენდენციები, ძალიან მნიშვნელოვანია მასობრივი ვაქცინაცია".

ნათია თურნავას განმარტებით, ეკონომიკის სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად კოორდინირებას უწევს მსხვილ საწარმოებში დასაქმებულთა ორგანიზებულად ვაქცინაციას. ეკონომიკის მინისტრმა დღეს „ქართლი ტექსტილის" თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა სწორი სამოქალაქო პოზიციის გამო, ისაუბრა პანდემიის დამარცხების პროცესში ვაქცინაციის უალტერნატივობაზე, და ამ პროცესში საქართველოს თითოეული მოქალაქის ჩართვის და პასუხისმგებლობის შესახებ.

„საწარმო 1700 ადამიანს ასაქმებს - ესენი არიან რუსთავის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელი ადამიანები, ძირითადად ქალბატონები. რა თქმა უნდა, ეს საწარმო რამდენადაც მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის, ჩვენი ექსპორტისთვის, იმდენად მომატებული რისკის ფაქტორია - ერთ სივრცეში მუშაობს ბევრი ადამიანი და ძალიან მნიშვნელოვანია მათი დროული ვაქცინაცია, რათა საწარმომ კვალავაც შეძლოს შეუფერხებლად მუშაობა და ეს ადამიანები ჯანმრთელები იყვნენ. ამიტომ დღეს მოვედი, დავესწარი ვაქცინაციის პროცესს, გავესაუბრე ქალბატონებს, ისინი ძალიან მონდომებულები არიან", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

დღეისთვის „ქართლი ტექსტილის" 300-მდე თანამშრომელი იცრება და ეს პროცესი გაგრძელდება, ვიდრე სრულად არ მოიცავს იქ დასაქმებულ ყველა ადამიანს. ამასთან, ნათია თურნავას ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ვაქცინაციის პროცესი ანალოგიურად ჩატარდება რუსთავის სხვა მსხვილ საწარმოებშიც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
იდიოტს რომ აყვები, უარესი იდიოტი ხარ... ეს მე მეხება და ჩემი ჭკუაც მოვტ..ან - რას წერს ისტორიკოსი გუგა სამხარაძე
როგორ გამოეხმაურა გია ხუხაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს
ქუჩები, სადაც 4 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
"ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე" - პრეზიდენტი
საყიდელი პროდუქტების სია დამავიწყდა და სუსში დავრეკე, ძალიან დამეხმარნენ - ფადი ასლი
შესაძლოა, საქართველოში შარლ მიშელის ახალი წარმომადგენელი ჩამოვიდეს
ხანძარი ათენში - კვამლის ღრუბლები საბერძნეთის დედაქალაქის თავზე (ვიდეო)
საუბრისას არ გამოიყენოთ WI-FI - ნიკა გვარამიას გაფრთხილება
"ქიმიოთერაპია მიტარდება... ჩემს დაავადებას ჰქვია AL ტიპის ამილოიდოზი" - ლევან ვასაძე
ცესკო-მ თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანდიდატი აირჩია
თევდორე მღვდლის ქუჩის N13-ში ავარიული სახლის გამაგრება მიმდინარეობს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა - სებ-მა ახალი კურსი დაადგინა
ღარიბაშვილი მედიას: ყველა თქვენს დაძახილზე კომენტარს ვერ გავაკეთებ
ღარიბაშვილი: სუს-ი, პოლიცია - ყველა ახორციელებს კანონით დადგენილ მოსმენებს
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42